|
2026-11-24 19:07:39, 2039 ნახვა
სამართალი/ ნოდარ ჩაჩუას თქმით, დაკავების მერე, პოლიციაში გაუპატიურებით ემუქრებოდნენ
ნარკოდანაშაულში ბრალდებული, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა ამბობს, რომ დაკავების შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. "დაკავების შემდეგ, 2 თანამშრომელი ჩემგან ითხოვდა სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას სხვა საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც მე, პრაქტიკულად, საქმის კურსში არ ვიყავი. ასევე იყო ძალადობა, მუქარა, ფიზიკური შეურაცხყოფა და ა.შ. [...] შემიძლია, ეს პირები ამოვიცნო. ერთ-ერთი მათგანის სიტყვიერი მუქარა განყოფილებაში მიყვანის შემდეგაც გაგრძელდა - ამ ადამიანის კაბინეტში [...] მთელი ამ დროის განმავლობაში, ისინი ტელეფონით ვინმე "რონის" ეკონტაქტებოდნენ და ის აკონტროლებდა მთელ ამ პროცესს, რომელსაც ისინი აწარმოებდნენ და რომელიც ამ საქმესთან, რაზეც აქ ვართ შეკრებილი, არაფერ შუაში არ იყო [...] იყო ხელის დარტყმა, მუქარა, შემდეგ უკვე კაბინეტში - იქვე იდო რაღაც "დუბინკა" თუ ა.შ. და ახლა ამ "დუბინკით" გაგაუპატიურებ და ქათამს გაგიშვებ ციხეშიო. ამ ტიპის საუბარი იყო. ეს უკვე კაბინეტში ხდებოდა მასთან, იმ განყოფილებაში, სადაც მიმიყვანეს". - თქვა ჩაჩუამ სასამართლო პროცესზე. ცნობისთვის, ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ოქტომბრის დასაწყისში დააკავეს. მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენას, შენახვასა და რეალიზაციას ედავებიან.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-11-23 10:55:52 კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა 2026-11-21 11:40:43 მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა 2026-11-21 10:54:39 კრივოი როგი რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს, 58 ადამიანი დაიჭრა და ორი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც არიან 2026-11-20 10:44:06 ზელენსკიმ ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში ამერიკული და ევროპული ჯარების განლაგება შესთავაზა 2026-11-16 11:21:06 უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან

