07:36 - 27 Nov, 2026
2026-11-24 14:54:44, 1396 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე- ბიძინა ივანიშვილი პირველი პირია, მე - მეორე

ივანიშვილის წარმომადგენლის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოლიტიკურ გუნდში ბიძინა ივანიშვილთან ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა მას აქვს.

ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტების იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, პოლიტიკური გუნდის წევრებს შორის ვის აქვს ყველაზე ახლო ურთიერთობა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან.

კობახიძის განმარტებით, ივანიშვილი პოლიტიკური გუნდის პირველი პირია, თავად კი - მეორე, შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა სწორედ მათ შორის არსებობს.

„ბიძინა ივანიშვილი არის პირველი პირი ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, მე ვარ მეორე პირი, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა ბიძინა ივანიშვილსა და ჩემს შორის არსებობს“, - განაცხადა კობახიძემ.




ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics