|
2026-11-24 13:13:13, 1400 ნახვა
პოლიტიკა მუსიკოსთა პროფესიული კავშირი მათე დევიძეზე: მუსიკოსის ადგილი სცენაზეა და არა საკანში
საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი განცხადებას აქვეყნებს სათაურით - თავისუფლება მათე დევიძეს. აღნიშნულია, რომ სოლიდარობას უცხადებენ 21 წლის მუსიკოსს, მათე დევიძეს, რომელიც უკვე ორ წელზე მეტია საპატიმროში იმყოფება. "2024 წლის 19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათეს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. იმ ფონზე, როცა აქციებისას დაკავებული არაერთი ადამიანი უკვე გარეთაა, სრულიად გაუგებარია, რატომ რჩება საკანში ახალგაზრდა მუსიკოსი, რომელსაც საპროტესტო ბანერის მოქნევის გამო ასეთი მძიმე სასჯელი დააკისრეს. მუსიკოსის ადგილი სცენაზეა და არა საკანში! ვითხოვთ საქმის გადახედვას და მათეს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას", - ნათქვამია განცხადებაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო გალუსტაშვილმა 21 წლის მათე დევიძეს ოთხი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აქტივისტი 19 ნოემბერს, დილით, აქციის დაშლის დროს პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით გაასამართლეს. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო მათე დევიძის საქმეზე წერდა, რომ საქმის წარმართვისა და არსებული მასალების შესწავლის შედეგად ცალსახად დადგინდა საქმის პოლიტიკურად მოტივირებულობა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-11-23 10:55:52 კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა 2026-11-21 11:40:43 მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა 2026-11-21 10:54:39 კრივოი როგი რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს, 58 ადამიანი დაიჭრა და ორი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც არიან 2026-11-20 10:44:06 ზელენსკიმ ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში ამერიკული და ევროპული ჯარების განლაგება შესთავაზა 2026-11-16 11:21:06 უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან

