|
2026-11-23 10:16:13, 2184 ნახვა
საზოგადოება/ ოჯახის წევრები გიორგი მინდაძის და ანრი კვარაცხელიას გათავისუფლების მოლოდინში არიან
მოქალაქეები და ოჯახის წევრები გლდანის ციხესთან გიორგი მინდაძისა და ანრი კვარაცხელიას გათავისუფლებას ელოდებიან წუხელ გამოცემა „სანდო წყარომ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ყაველაშვილის მიერ შეწყალებულ 232 პირს შორის პროდასავლურ აქციებზე დაკავებული გიორგი მინდაძე და ანრი კვარაცხელიაც არიან. პარალელურად, წუხელვე გავრცელდა ცნობები, რომ ყაველაშვილმა შეიწყალა გიორგი ოკმელაშვილიც, თუმცა არც ერთი გავრცელებული ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა. გიორგი ოკმელაშვილს „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ხუთი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ და ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს გიორგი მინდაძესაც. ანრი კვარაცხელიას კი სპეცრაზმის თანამშრომლისთვის ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ბრალდებით ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა აქვს მისჯილი.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-11-23 10:55:52 კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა 2026-11-21 11:40:43 მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა 2026-11-21 10:54:39 კრივოი როგი რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს, 58 ადამიანი დაიჭრა და ორი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც არიან 2026-11-20 10:44:06 ზელენსკიმ ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში ამერიკული და ევროპული ჯარების განლაგება შესთავაზა 2026-11-16 11:21:06 უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან

