|
2026-11-22 10:00:37, 2485 ნახვა
მსოფლიო/ ტრამპმა პუტინთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით „ჩემი მეგობარი“
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ TruthSocial-ზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით „ჩემი მეგობარი“. ფოტოზე ორი ლიდერი ხელს ართმევს ერთმანეთს, ტრამპი კი, სავარაუდოდ, პუტინს ყურში რაღაცას ჩურჩულებს. „კომერსანტის“ ცნობით, ფოტო 19 ნოემბერს ჩინეთში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის დროსაა გადაღებული. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის თქმით, ორმა ლიდერმა იმ დღეს უკრაინაში კონფლიქტი და მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები განიხილეს. მოლაპარაკებების შემდეგ, უშაკოვის თქმით, პუტინი „შესანიშნავ ხასიათზე“ იყო.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-11-23 10:55:52 კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა 2026-11-21 11:40:43 მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა 2026-11-21 10:54:39 კრივოი როგი რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს, 58 ადამიანი დაიჭრა და ორი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც არიან 2026-11-20 10:44:06 ზელენსკიმ ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში ამერიკული და ევროპული ჯარების განლაგება შესთავაზა 2026-11-16 11:21:06 უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან

