|
2026-11-21 19:57:12, 3326 ნახვა
სამართალი/ ჭიჭინაძის სახელით საკონსტიტუციოში ვასაჩივრებთ პროცესების გადაღების შეზღუდვას – ადვოკატი
ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს კანონი, რომლითაც სასამართლო პროფეცესების ფოტო და ვიდეოგადაღება აირკძალა. როგორც მიგინეიშვილი წერს, ქართული ოცნება ამ კანონით შეეცადა საზოგადოებისთვის "დაემალა სინდისის პატიმრები და მათი სიმართლე". "ანდრო ჭიჭინაძის სახელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართეთ. კონსტიტუციური სარჩელი უკვე დარეგისტრირდა. სარჩელით ვასაჩივრებთ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლითაც შეიზღუდა სასამართლო პროცესების ფოტო და ვიდეოგადაღება, აუდიოჩაწერა და ტრანსლაცია. ანდრო ჭიჭინაძისა და მასთან ერთად ბრალდებული პირების საქმე პირველი იყო, რომელზეც აღნიშნული შეზღუდვა პრაქტიკულად გავრცელდა. სასამართლოში არაერთხელ დავაყენეთ შუამდგომლობა პროცესების გაშუქების შესაძლებლობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, სასამართლოს არცერთ ინსტანციაში მედიას არ მიეცა სასამართლო პროცესების გადაღებისა და საზოგადოებისთვის სრულყოფილად გაშუქების შესაძლებლობა. სახელმწიფო ამ ფორმით შეეცადა, საზოგადოებისთვის დაემალა სინდისის პატიმრები და მათი სიმართლე. მიგვაჩნია, რომ არსებული რეგულირება ეწინააღმდეგება ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების თავისუფლებას, სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და დაცვის უფლებას. ქვეყნის შიგნით გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ გზას, ეფექტურსა თუ არაეფექტურს, რათა დავიცვათ იმ ადამიანების ინტერესები, რომელთა უფლებებიც დაირღვა. კონსტიტუციური სარჩელი რეგისტრირებულია №1985-ით". - წერს მიგინეიშვილი.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-11-23 10:55:52 კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა 2026-11-21 11:40:43 მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა 2026-11-21 10:54:39 კრივოი როგი რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს, 58 ადამიანი დაიჭრა და ორი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც არიან 2026-11-20 10:44:06 ზელენსკიმ ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში ამერიკული და ევროპული ჯარების განლაგება შესთავაზა 2026-11-16 11:21:06 უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან

