|
2026-11-21 18:45:12, 2771 ნახვა
საზოგადოება/ ქუთაისში გაზის აფეთქების გამო კორპუსიდან 15 ოჯახი გაიყვანეს - ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა, წყლის გამაცხელებელი ქსელიდან ჩახსნილი და დალუქული იყო
ქუთაისის მერის, დავით ერემეიშვილის განცხადებით, სავარაუდოდ, გაზის დაგროვების შედეგად მომხდარმა აფეთქებამ დააზიანა კორპუსის მეხუთე სართული. მისი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაშავებული ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი, არის კონტაქტური. მისი თქმით, საჭირო გახდება კორპუსიდან 15 ოჯახის გაყვანა, რომელთათვისაც სასტუმროები უკვე მოძებნილია. ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას „საქორგგაზი“ ეხმაურება. კომპანიის განცხადებით, ოქტომბერში ჩატარებული გეგმიური შემოწმებისას ბინაში არასწორად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებელი აღმოაჩინეს, რომელიც გაზის ქსელიდან ჩახსნეს და დალუქეს. კომპანიის განმარტებით, აფეთქების გარემოებები გამოძიების ფარგლებში დადგინდება.
დღეს, ქუთაისში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, 5-სართულიანი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-11-23 10:55:52 კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა 2026-11-21 11:40:43 მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა 2026-11-21 10:54:39 კრივოი როგი რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს, 58 ადამიანი დაიჭრა და ორი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც არიან 2026-11-20 10:44:06 ზელენსკიმ ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში ამერიკული და ევროპული ჯარების განლაგება შესთავაზა 2026-11-16 11:21:06 უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან

