|
2026-11-20 18:30:06, 3389 ნახვა
სამართალი/ ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი გაიხსნა
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა საჯარო გახადა პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დახურული სასამართლო სხდომა. გადაწყვეტილების შესახებ მან თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ნოემბერს განაცხადა. იმის მიუხედავად, რომ სხდომები პროკურატურის მოთხოვნით დაიხურა, გახსნის შესახებ პროკურორს პოზიცია არ გამოუხატავს. „ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა დღეს სასამართლოში. ეს არის ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც სასამართლოს განჩინებით დახურული სასამართლო სხდომა კვლავ საჯაროვდება. ეს გვისახავს გარკვეულ იმედს, რომ შესაძლებელია ეს სასამართლო პროცესი წარიმართოს იმ სამართლებრივი ნორმების დაცვით, რომელსაც ვითხოვთ დიდი ხანია“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ. პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ პროკურატურამ ახალი საქმე რამდენიმე თვის წინ აღძრა, მას ბრალი კორუფციის საქმეში 24 აგვისტოს წაუყენეს. ის დანაშაულს არ აღიარებს.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-11-23 10:55:52 კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა 2026-11-21 11:40:43 მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა 2026-11-21 10:54:39 კრივოი როგი რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს, 58 ადამიანი დაიჭრა და ორი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც არიან 2026-11-20 10:44:06 ზელენსკიმ ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში ამერიკული და ევროპული ჯარების განლაგება შესთავაზა 2026-11-16 11:21:06 უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან

