|
2026-11-12 16:25:01, 6706 ნახვა
სხვადასხვა/ ხვიჩა კვარაცხელია - მერაბ, საბა, მადლობა და თქვენს გვერდით ვართ! კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს იყო ქართველი, კაცი და ადამიანი
ლაჩრულად, უკანიდან მოპარვით და უთანასწოროდ შეეცადნენ თქვენს დაჩაგვრას. კაცები ასე არ იქცევიან. რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვიდათ და ქართველებთან არც არასდროს გამოუვათ, - ასე ეხმაურება ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში აბუ-დაბიში UFC-ის ქართველ მებრძოლზე, მერაბ დვალიშვილზე განხორციელებულ თავდასხმას. „მერაბ, საბა, მადლობა და თქვენს გვერდით ვართ! კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს იყო ქართველი, კაცი და ადამიანი, განსხვავებით იმათგან, ვინც ლაჩრულად, უკანიდან მოპარვით და უთანასწოროდ შეეცადნენ თქვენს დაჩაგვრას. კაცები ასე არ იქცევიან და რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვიდათ და ქართველებთან არც არასდროს გამოუვათ“, - წერს ხვიჩა კვარაცხელია. აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილს უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები თავს დაესხნენ. ამის შესახებ თავად UFC-ის ქართველი მებრძოლი ამბობს ვიდეოში, რომელიც ინსტაგრამზე გამოაქვეყნა. დვალიშვილის თქმით, ის ინტერვიუს აძლევდა მედიას, როცა უსმან ნურმაგომედოვი, მის მეგობრებთან ერთად უკნიდან მიეპარნენ და ცემა დაუწყეს.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-11-23 10:55:52 კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა 2026-11-21 11:40:43 მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა 2026-11-21 10:54:39 კრივოი როგი რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს, 58 ადამიანი დაიჭრა და ორი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც არიან 2026-11-20 10:44:06 ზელენსკიმ ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში ამერიკული და ევროპული ჯარების განლაგება შესთავაზა 2026-11-16 11:21:06 უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან

