|
2026-11-09 22:15:57, 9789 ნახვა
ციტატცები/ გერმანიას შესაძლოა პირველი ქალი პრეზიდენტი ეყოლოს
როგორც ჩანს, გერმანიას მომავალ წელს პირველი ქალი პრეზიდენტი ეყოლება. როიტერის ცნობით, ორშაბათს, კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ილზე აიგნერი კონსერვატორ კანდიდატად წარადგინა პრეზიდენტის, ძირითადად, ცერემონიალური პოსტისთვის. მერცის კონსერვატორების, გერმანიის მმართველი კოალიციის მათი პარტნიორების, სოციალ-დემოკრატებისა და მწვანეების მხარდაჭერით, აიგნერი, სავარაუდოდ, იანვარში აირჩევა ფედერალური ასამბლეის მიერ. მოქმედი პრეზიდენტის, შტაინმაიერის, ვადა მარტში იწურება. აიგნერმა, რომელიც ამჟამად ბავარიის პარლამენტის თავმჯდომარეა და ადრე სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო, განაცხადა, რომ არჩევის შემთხვევაში, ის იმუშავებს გერმანულ საზოგადოებაში არსებული უთანხმოების აღმოსაფხვრელად. მერცმა შეაქო აიგნერის „ჩვენი დემოკრატიის ფუნდამენტური ღირებულებებისადმი ერთგულება“ და, მისი თქმით, მისი მტკიცე წინააღმდეგობა სიძულვილისა და ექსტრემიზმის მიმართ.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-11-23 10:55:52 კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა 2026-11-21 11:40:43 მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა 2026-11-21 10:54:39 კრივოი როგი რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს, 58 ადამიანი დაიჭრა და ორი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც არიან 2026-11-20 10:44:06 ზელენსკიმ ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში ამერიკული და ევროპული ჯარების განლაგება შესთავაზა 2026-11-16 11:21:06 უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან

