|
2026-10-31 22:29:18, 13972 ნახვა
სხვადასხვა/ ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
ნორვეგიის ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ (Visit Norway) აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კრიტიკას იუმორისტული კამპანიით უპასუხა და ქვეყნის საზოგადოებრივი ტუალეტების განსაცვიფრებელი არქიტექტურა წარმოაჩინა. The Guardian-ის, AP-ის და სხვა საერთაშორისო მედიასაშუალებების ინფორმაციით, მიჩიგანის წინასაარჩევნო მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას, ტრამპმა ნორვეგიას ნობელის მშვიდობის პრემიის ვერმიღების გამო "საპირფარეშო ქვეყანა" (shithouse country) უწოდა. საპასუხოდ, ნორვეგიის ტურიზმის ბორდმა გამოაქვეყნა სპეციალური ფოტოკრებული სათაურით: „არის ეს მსოფლიოში საუკეთესო საპირფარეშოები?“, ხოლო ტრამპის ცნობილი სლოგანის პერიფრაზირებით უპასუხა: „ნორვეგია საპირფარეშოებს კვლავ დიდებულს ხდის!“ (Norway makes shithouses great again!) ნორვეგიის 18 ეროვნულ ტურისტულ მარშრუტზე განთავსებული საზოგადოებრივი ტუალეტები ცნობილი არქიტექტურული სტუდიების მიერაა შექმნილი და ბუნებასთან სრულ ჰარმონიაშია შერწყმული. აი, ნორვეგიის ყველაზე ცნობილი არქიტექტურული ტუალეტები, რომლებიც ამ კამპანიის ფარგლებში მოხვდა ყურადღების ცენტრში:
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-11-23 10:55:52 კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა 2026-11-21 11:40:43 მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა 2026-11-21 10:54:39 კრივოი როგი რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს, 58 ადამიანი დაიჭრა და ორი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც არიან 2026-11-20 10:44:06 ზელენსკიმ ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში ამერიკული და ევროპული ჯარების განლაგება შესთავაზა 2026-11-16 11:21:06 უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|



ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან

