|
2026-10-24 18:55:27, 18788 ნახვა
რეგიონი/ კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
ათასობით ადამიანმა სტამბოლსა და ანკარაში თურქეთში ჟურნალისტებზე ერდოღანის რეჟიმის მზარდი ზეწოლის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა. დემონსტრანტები მედიის წარმომადგენლების დაპატიმრებას, რედაქციების დახურვას და დამოუკიდებელ მედია კომპანიებში სახელმწიფო მენეჯერების დანიშვნას აპროტესტებენ, იუწყება AFP. „საკმარისია. აღარ შეგვიძლია სუნთქვა“, - სკანდირებდნენ დემონსტრანტები, მათ შორის ჟურნალისტები, ადამიანის უფლებათა დამცველები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. პოლიციის ცნობით, სტამბოლის აზიურ მხარეს სულ მცირე 3000 ადამიანი შეიკრიბა. მათ ხელში ეჭირათ დაპატიმრებული ჟურნალისტების ფოტოები და სკანდირებდნენ: „ჩვენ არ დავუშვებთ, რომ გაგვაჩუმონ!“ და „ჩვენ არ დავემორჩილებით ზეწოლას!“. თურქეთის ჟურნალისტთა კავშირის ცნობით, ბოლო ორი თვის განმავლობაში 11 ჟურნალისტი დააპატიმრეს და რამდენიმე მედიასაშუალებამ ფუნქციონირება შეწყვიტა. ადამიანის უფლებათა დამცველები მიიჩნევენ, რომ დამოუკიდებელ პრესაზე ზეწოლა ბოლო კვირების განმავლობაში გაძლიერდა. 2016 წელს წარუმატებელი გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში სიტყვის თავისუფლება სულ უფრო მეტად შეიზღუდა. ხელისუფლება მასშტაბურ დევნის საკითხებს ახორციელებს და ციფრულ პლატფორმებზე წვდომას ზღუდავს. ოქტომბრის დასაწყისში პოლიციამ რეიდი ჩაატარა ქვეყნის ყველაზე პოპულარულ საინფორმაციო არხ „ჰალკ ტვ“-ში, შეაჩერა მისი მაუწყებლობა და დანიშნა სახელმწიფო ადმინისტრატორი. ეს ნაბიჯი მთავრობის ჩარევის ბოლო შემთხვევა იყო პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და მისი მთავრობის კრიტიკულად განწყობილ მედია საშუალებებში.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-11-23 10:55:52 კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა 2026-11-21 11:40:43 მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა 2026-11-21 10:54:39 კრივოი როგი რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს, 58 ადამიანი დაიჭრა და ორი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც არიან 2026-11-20 10:44:06 ზელენსკიმ ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში ამერიკული და ევროპული ჯარების განლაგება შესთავაზა 2026-11-16 11:21:06 უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან

