|
2026-10-23 20:46:53, 18639 ნახვა
კორონავირუსი/ მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში 29 ოქტომბრიდან შევა. ის აუცილებელია ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციისთვის. შეთანხმებას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მეუღლე, მელანია ტრამპი აშუალებდა. „ალეშკში სიტუაცია კრიტიკულია. ალეშკი კატასტროფის ზღვარზე მყოფი ფრონტის ხაზის ქალაქია. ალეშკის დარჩენილი მოსახლეობის უმეტესობა ხანდაზმული ადამიანები არიან, რომლებსაც სასწრაფოდ სჭირდებათ სამედიცინო დახმარება, მედიკამენტები, საკვები და სუფთა წყალი. ალეშკის მაცხოვრებლებს შეზღუდული აქვთ ელექტროენერგია, ცხოვრობენ დანაღმულ გზებზე და რეგულარულად ექვემდებარებიან სამხედრო თავდასხმებს. აბსოლუტურად ნათელი იყო, რომ ჩემი ჩარევის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ქალაქში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და მოხუცების ევაკუაცია“, - აღნიშნა ტრამპმა. რუსეთმა ოკუპირებულ ალეშკის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა „ჰუმანიტარული ოპერაციის“ ჩასატარებლად. ის 27 ოქტომბრის ღამეს დაიწყება. ამის შესახებ რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა განაცხადა. „ხერსონის მიმართულებით ცეცხლის შეწყვეტა 27 ოქტომბერს, მოსკოვის დროით დილის 4:00 საათზე ამოქმედდება. რუსეთის შეიარაღებული ძალები ორგანიზებას გაუწევენ საინჟინრო დაზვერვას და უზრუნველყოფენ ჰუმანიტარული კოლონის უსაფრთხო გადაადგილებას ხერსონის ოლქის სოფელ ოლეშკიში“, - აღნიშნა მან. ადრე შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების შესახებ ოკუპირებულ ოლეშკიში ადგილობრივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-11-23 10:55:52 კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა 2026-11-21 11:40:43 მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა 2026-11-21 10:54:39 კრივოი როგი რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს, 58 ადამიანი დაიჭრა და ორი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც არიან 2026-11-20 10:44:06 ზელენსკიმ ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში ამერიკული და ევროპული ჯარების განლაგება შესთავაზა 2026-11-16 11:21:06 უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან

