|
2026-10-15 11:26:11, 20688 ნახვა
სამხედრო/ CNN: თუ აშშ ირანზე თავდასხმებს განაახლებს, შესაძლოა, „ყველა ბომბის დედა“ გამოიყენოს
CNN-ის ცნობით, თუ ირანზე დარტყმები განახლდება, აშშ-მ შესაძლოა გამოიყენოს თავის არსენალში არსებული ყველაზე ძლიერი არაბირთვული ბომბი, „ყველა ბომბის დედა“, იუწყება CNN აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით. „აშშ-ის სამხედროებმა შეიმუშავეს ახალი დარტყმის გეგმები, რომლებიც მოიცავს ე.წ. „ყველა ბომბის დედის“ შესაძლო გამოყენებას ირანის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და ბირთვული ობიექტების სამიზნედ, თუ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბრძანებს სამხედრო ოპერაციების განახლებას შუალედური არჩევნების წინ ან მის შემდეგ“, - ნათქვამია არხის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ რეპორტაჟში, რომელიც მრავალ აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსანს ეყრდნობა. წყარომ აღნიშნა, რომ საუბარია GBU-43/B MOAB ბომბზე, რომელიც აშშ-ის სამხედრო არსენალში არსებული ყველაზე დიდი არაბირთვული ბომბია. აღსანიშნავია, რომ არხის წყაროებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ მისი გამოყენება მიაღწევდა აშშ-ის სტრატეგიულ მიზნებს ახლო აღმოსავლეთში ან შეცვლიდა ძალთა ბალანსს. თუმცა, მათ აღნიშნეს, რომ ასეთი ნაბიჯი კონფლიქტის სერიოზულ ესკალაციას წარმოადგენდა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-11-23 10:55:52 კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა 2026-11-21 11:40:43 მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა 2026-11-21 10:54:39 კრივოი როგი რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს, 58 ადამიანი დაიჭრა და ორი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც არიან 2026-11-20 10:44:06 ზელენსკიმ ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში ამერიკული და ევროპული ჯარების განლაგება შესთავაზა 2026-11-16 11:21:06 უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან

