|
2026-10-08 20:01:16, 19915 ნახვა
სხვადასხვა/ ცნობილი ფსიქოთერაპევტ ანატოლი კაშპიროვსკის ცხედარი მოსკოვიდან უკრაინის საზღვრისკენ გადაასვენეს, მას უკრაინაში დაკრძალავდნ
Telegram-ის არხის Shot-ის ცნობით, ფსიქოთერაპევტ ანატოლი კაშპიროვსკის ცხედარი უკრაინის საზღვრისკენ გადაასვენეს. არხის ცნობით, კუბოს უკრაინაში ევროკავშირის გავლით გადატანა იგეგმება. არხის ცნობით, საბოლოო დანიშნულების ადგილი ვინიცაა, სადაც კაშპიროვსკი დაიბადა და მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა. თუმცა, ოჯახი აპირებს ზუსტი დაკრძალვის ადგილი საიდუმლოდ შეინახოს. კაშპიროვსკი 3 ოქტომბერს მოსკოვის საავადმყოფოში, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. საავადმყოფოს დირექტორის, სერგეი რუდიხის თქმით, ჰოსპიტალიზაციამდე ცოტა ხნით ადრე ფსიქოთერაპევტის არტერიული წნევა მკვეთრად დაეცა, რასაც გულის გაჩერება მოჰყვა. კაშპიროვსკიმ ფართო პოპულარობა 1980-იანი წლების ბოლოს მოიპოვა ტელევიზიით გადაცემული ფსიქოთერაპიის სესიების წყალობით, რომლებიც სსრკ-ის ცენტრალური ტელევიზიით გადაიცემოდა და მილიონობით მაყურებელი მიიზიდა. შემდგომში მან განაგრძო საზოგადოებრივი საქმიანობა და სესიებს ონლაინ რეჟიმში ატარებდა. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კაშპიროვსკის ოჯახმა გადაწყვიტა, მისი დაკრძალვის ადგილი მეგობრებისა და კოლეგებისთვისაც კი არ გაემჟღავნებინა. მისი დირექტორის თქმით, ეს გადაწყვეტილება ფსიქოთერაპევტის სურვილს შეესაბამებოდა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კაშპიროვსკის სურდა, რომ კრემაციის შემდეგ მისი ფერფლის ნაწილი ვინიცაში, დედის გვერდით დაეკრძალათ.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-11-23 10:55:52 კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა 2026-11-21 11:40:43 მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა 2026-11-21 10:54:39 კრივოი როგი რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს, 58 ადამიანი დაიჭრა და ორი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც არიან 2026-11-20 10:44:06 ზელენსკიმ ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში ამერიკული და ევროპული ჯარების განლაგება შესთავაზა 2026-11-16 11:21:06 უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან

