|
2026-09-22 16:50:53, 2347 ნახვა
სპორტი/ 25 სექტემბერი, 17:00, ვიკრიბებით დინამოსთან, რომ ერთად შევაცილოთ ნაკრები მატჩზე
დინამო არენასთან ქომაგებს ქუჩაში სპეციალურად მოწყობილი ტრიბუნები დახვდებათ საქართველოს ბანკი, როგორც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი, ფეხბურთის ფედერაციასთან და გულშემატკივრებთან ერთად, 25 სექტემბერს ჩვენი ფეხბურთელების მხარდასაჭერად ქალაქს ხმაურით აავსებს და ჩვენს სპორტსმენებს კიდევ ერთხელ შეახსენებს რომ "ქომაგობა არ ჩერდება". 25 სექტემბერს, 17:00 საათიდან, თბილისში, "დინამო არენას" მიმდებარე ტერიტორიაზე გულშემატკივართა სპეციალური ზონები და ქუჩის ტრიბუნები მოეწყობა, სადაც ქართველი ქომაგები ჩვეული შემართებით, სიმღერითა და ხმაურით გააცილებენ ნაკრებს სტადიონზე. გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ, საგანგებოდ მოწყობილ ტრიბუნებიდან ხმაურით შეაცილონ ნაკრების ავტობუსი სტადიონზე და ფეხბურთელებს საკუთარი ენერგია მოედანზე გაატანონ. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ყოველი გადაცემის, გატანილი გოლის თუ შესვენების დროს ნაკრებმა იგრძნოს, რომ მათ გვერდით მთელი ქვეყანა დგას. ქომაგები ასევე შეიკრიბებიან ცაბაძის კუთხეში, თამარ მეფის ხიდთან, დინამო არენასთან და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორიასთან, სადაც ასევე მოეწყობა საგულშემატკივრო ტრიბუნები. "გულშემატკივარი ეროვნული ნაკრების ძალის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამჯერად ტრიბუნებზე ვერ ვიქნებით, მაგრამ ეს ჩვენს ქომაგობას ვერ შეაჩერებს. პირიქით, გვაძლევს შესაძლებლობას, ფეხბურთის ემოცია მთელი ქალაქის მასშტაბით გავაერთიანოთ. გვინდა, ჩვენმა ფეხბურთელებმა იგრძნონ, რომ ისინი მარტო არ არიან და რომ მათი გულშემატკივრობა არ ჩერდება. 25 სექტემბერს მთელი თბილისი გულშემატკივართა ტრიბუნა იქნება და ერთმანეთის გვერდით დგომით გავამხნევებთ ნაკრებს. ერთად ვაჩვენოთ, რა ძალა აქვს ქართულ ქომაგობას." – აცხადებენ კამპანიის ორგანიზატორები. მართალია, ამ ფორმატით მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩატარდება, თუმცა წინ კიდევ მნიშვნელოვანი მატჩებია და თითოეულ ბრძოლაში ერთიანობაა საჭირო. 25 სექტემბერს, 17:00 საათიდან, შევიკრიბოთ "დინამო არენასთან" მოწყობილ ტრიბუნებზე, ერთად გავავსოთ ქალაქი ფეხბურთის ემოციით და ჩვენს ნაკრებს მხარდაჭერა გავაგონოთ, რადგან არცერთი მიზეზის გამო "ქომაგობა არ ჩერდება". ინფორმაციისთვის, 25 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები „უეფას” ერთა ლიგის B დივიზიონის საშინაო მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდება. არსებული შეზღუდვების გამო, ჩვენი ფეხბურთელები ამჯერად ცარიელი ტრიბუნების წინაშე ითამაშებენ. სწორედ აქედან დაიბადა კამპანიის იდეაც: თუ გულშემატკივარი სტადიონზე ვერ შედის, ქომაგობა ქუჩებში გაგრძელდება - თუ სტადიონი ჩუმადაა, იხმაურებს ქალაქი.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-09-24 11:04:48 კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა 2026-09-21 08:43:22 ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა 2026-09-20 10:25:23 კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა 2026-09-19 11:29:16 უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა 2026-09-19 10:59:28 სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა), 

