08:21 - 27 Sep, 2026
2026-09-17 17:29:57, 3777 ნახვა

სპორტი/
"ქომაგობა არ ჩერდება" – ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს

საქართველოს ბანკი, როგორც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი, ნაკრების მხარდასაჭერად ახალ კამპანიას იწყებს – „ქომაგობა არ ჩერდება“.

25 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის საშინაო მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდება. თუმცა, არსებული შეზღუდვების გამო, ჩვენი ფეხბურთელები ამჯერად ცარიელი ტრიბუნების წინაშე ითამაშებენ.

სწორედ აქედან დაიბადა კამპანიის იდეაც: თუ გულშემატკივარი სტადიონზე ვერ მივა, მაშინ თავად ქალაქი იქცევა  საგულშემატკივრო ტრიბუნად. თუ სტადიონი ჩუმადაა, ხმაურობს ქალაქი!

საქართველოს ბანკის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ნაკრების გულშემატკივრების ერთობლივი ძალისხმევით, მატჩის დღეს თბილისში, დინამოს მიმდებარედ.  სპეციალური გულშემატკივართა ზონები მოეწყობა. ასე ფეხბურთის მთავარი ემოცია, ჟინი და ქომაგობა მხოლოდ დინამო არენაზე კი არა, თბილისის ქუჩებზეც გავრცელდება.

გულშემატკივართა ზონები მოეწყობა ცაბაძის კუთხეში, თამარ მეფის ხიდთან, დინამო არენასთან და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორიასთან, სადაც გულშემატკივრები შეძლებენ, თამაშზე ხმაურით შეაცილონ ნაკრები და შეახსენონ, რომ ქომაგობა სტადიონის კართან არ იწყება და არც მთავრდება, რომ ქომაგობას შეზღუდვები ვერ აჩერებს. 

„გულშემატკივარი ეროვნული ნაკრების ძალის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამჯერად ტრიბუნებზე ვერ ვიქნებით, მაგრამ ეს ჩვენს ქომაგობას ვერ შეაჩერებს. პირიქით, გვაძლევს შესაძლებლობას, ფეხბურთის ემოცია მთელი ქალაქის მასშტაბით გავაერთიანოთ. გვინდა, ჩვენმა ფეხბურთელებმა იგრძნონ, რომ ისინი მარტო არ არიან და რომ მათი გულშემატკივრობა არ ჩერდება. 25 სექტემბერს თბილისი  გულშემატკივართა  ტრიბუნა იქნება  და ერთმანეთის გვერდით დგომით გავამხნევებთ ნაკრებს. ერთად ვაჩვენოთ, რამდენი ძალა აქვს ქართულ ქომაგობას“, — აცხადებენ კამპანიის ორგანიზატორები.

მოდით, ერთად გავავსოთ ქალაქი ფეხბურთის ემოციით, ხმაურით და ჩვენს ნაკრებს ჩვენი მხარდაჭერა გავაგონოთ, რადგან არცერთი მიზეზის გამო „ქომაგობა არ ჩერდება".




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

2026-09-24 11:04:48

კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა

2026-09-21 08:43:22

ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა

2026-09-20 10:25:23

კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა

2026-09-19 11:29:16

უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

2026-09-19 10:59:28

სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics