|
2026-09-08 22:41:43, 35720 ნახვა
კულტურა/ 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე - BOG, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
საქართველოს ბანკის კამპანიის ფარგლებში, 8 სექტემბერს, 19:00 საათზე, ქუთაისში ქართული ნაციონალური ბალეტის “სუხიშვილების” კონცერტი გაიმართება. თითოეული ცეკვა საკუთარ თავში საქართველოს სხვადასხვა კუთხის ისტორიასა და ხასიათს აერთიანებს, ახლა კი კამპანიის ფარგლებში, ეს ისტორიები ქუთაისის სცენაზე ცოცხლდება. სუხიშვილების რეპერტუარი ტრადიციისა და თანამედროვეობის უნიკალური სინთეზია. თითოეული დადგმა თავისი რიტმით, მუხტითა და განწყობით ერთი კუთხის ამბავს ჰყვება. ისინი მთაში იბადებიან, ზღვის ნაპირზე გრძელდებიან, შრომაში, ზეიმში, ყოველდღიურობაში ყალიბდებიან და შემდეგ სცენაზე გადადიან. ამიტომაც, როდესაც სუხიშვილები ცეკვავენ, მაყურებელი მხოლოდ ქორეოგრაფიას არ უყურებს – ის ქვეყნის ისტორიას, კულტურასა და იდენტობას ხედავს. სწორედ ამ იდეას ეფუძნება საქართველოს ბანკის კამპანია “საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება”, რომლის ფარგლებშიც სუხიშვილები საქართველოს რეგიონებს უბრუნდებიან. საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება - და სცენა, რომელიც მთელ საქართველოს ეკუთვნის.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-11-23 10:55:52 კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა 2026-11-21 11:40:43 მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა 2026-11-21 10:54:39 კრივოი როგი რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს, 58 ადამიანი დაიჭრა და ორი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც არიან 2026-11-20 10:44:06 ზელენსკიმ ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში ამერიკული და ევროპული ჯარების განლაგება შესთავაზა 2026-11-16 11:21:06 უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა), 

