|
2026-09-06 17:19:39, 6665 ნახვა
სპორტი/ საქართველოს ნაკრების წევრი აკაკი ჯაფარიძე გერმანიის ლიგაში მარცხის შემდეგ მეტოქეს თავს დაესხა და ყბა მოტეხა
გერმანიის ძიუდო-ბუნდესლიგაში უპრეცედენტო სკანდალი ატყდა: საქართველოს ნაკრების წევრმა აკაკი ჯაფარიძემ, რომელიც „ლაიფციგის“ რიგებში თამაშობდა, სასტიკად სცემა და ყბა მოტეხა მეტოქეს, გერმანელი ძიუდოისტს და ოლიმპიური მონაწილეს ტიმო კაველიუს „აბენსბერგიდან“. მოულოდნელი თავდასხმის შედეგად, ტიმო კაველიუსს ყბა მოტყდა და ორი კბილი დაკარგა. დაშავებული სპორტსმენი ლაიფციგის უნივერსიტეტის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. 90 კგ წონით კატეგორიაში ბრძოლა გერმანელი ძიუდოისტის გამარჯვებით დასრულდა. ბრძოლის შემდეგ კაველიუსმა პროვოკაციული გამარჯვების ჟესტი გააკეთა. ამ მომენტში 24 წლის ჯაფარიძემ ნერვები ვერ მოთოკა - ის მეტოქეს თავს დაესხა და სახეში სამი ძლიერი დარტყმა მიაყენა. „ლაიფციგის“ კლუბის ხელმძღვანელობამ დაუყოვნებლივ გამოაქვეყნა ოფიციალური ბოდიში ინსტაგრამზე და განაცხადა, რომ ძალადობას ადგილი არ აქვს ძიუდოში, რომელიც პატივისცემასა და სამართლიანობაზეა დაფუძნებული. ორივე გუნდის მწვრთნელებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს ინციდენტი შოკისმომგვრელი გამონაკლისი იყო, რომელმაც კლუბებს შორის მეგობრული ურთიერთობები არ უნდა დაანგრიოს. ქართველ მოჭიდავეს, რომელიც სეზონში მხოლოდ მეორე მატჩს მართავდა, ამჟამად ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციისგან (IJF) სამუდამო დისკვალიფიკაცია ემუქრება, ხოლო მის კლუბს დიდი ჯარიმა დაეკისრება. თავად ჯაფარიძემ ინციდენტისთანავე დატოვა არენა და სასტუმროში წავიდა. ის მატჩების დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდება. ტრავმის გამო, დაშავებული კაველიუსი დროებით ვერ შეძლებს შეჯიბრებებში მონაწილეობას და შემდეგ ოლიმპიურ თამაშებზე სარეიტინგო ქულების დაგროვებას.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-09-24 11:04:48 კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა 2026-09-21 08:43:22 ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა 2026-09-20 10:25:23 კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა 2026-09-19 11:29:16 უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა 2026-09-19 10:59:28 სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან

