|
2026-07-24 14:25:36, 241 ნახვა
საზოგადოება/ კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, მუდმივად ქმნის ისეთ პროდუქტებსა თუ სერვისებს, რომლებიც ამარტივებს მომხმარებლების ყოველდღიურობას. ბანკი განსაკუთრებით ზრუნავს თვითდასაქმებულებზე და ერთ წელზე მეტია, აძლევს შესაძლებლობას, სამომხმარებლო სესხი პირდაპირ მობაილბანკიდან აიღონ - არ აქვს მნიშვნელობა შემოსავალი საბანკო ანგარიშზე პირადი ჩარიცხვებით უფიქსირდებათ თუ ნაღდი ანგარიშსწორებით. სესხის მოთხოვნის შემდეგ თვითდასაქმებული მომხმარებელი მობაილბანკში უთითებს საქმიანობასა და შემოსავალს, ხოლო სისტემა ავტომატურად ამოწმებს ანგარიშზე არსებულ ჩარიცხვებს, რის საფუძველზეც უმტკიცდება ან არ უმტკიცდება სესხი. თუ შემოსავალი საბანკო ანგარიშზე არ ფიქსირდება, მომხმარებელს შეუძლია მარტივი პროცედურით დაადასტუროს საკუთარი საქმიანობა. სწორედ საქმიანობის დადასტურების პროცესი გახდა კიდევ უფრო მარტივი. თუ აქამდე ამისთვის ბანკის წარმომადგენლის სამუშაო ადგილზე ფიზიკური ვიზიტი იყო საჭირო, რაც დამატებით დროს მოითხოვდა, ახლა საქმიანობის დადასტურება ონლაინ, ვიდეოვიზიტითაც არის შესაძლებელი. ვიდეოვიზიტის დასაჯავშნად მომხმარებელი:
პროცედურის დასრულების შემდეგ მომხმარებელი ტელეფონზე მიიღებს შეტყობინებას, ხოლო სესხის დამტკიცების შემთხვევაში თანხა ანგარიშზე მომენტალურად ჩაერიცხება. თვითდასაქმებულებს შორის არიან ფრილანსერები, ხელოსნები, მკერავები, ავტომექანიკოსები, სტილისტები და სხვა პროფესიის ადამიანები, ვისთვისაც საქმიანობის დადასტურება აქამდე დამატებით დროსა და ძალისხმევას მოითხოვდა. ვიდეოვიზიტის დანერგვით ეს პროცესიც სრულად ციფრული, უფრო სწრაფი და მოსახერხებელი გახდა. თიბისი აგრძელებს ციფრული სერვისების განვითარებას, რათა სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისთვის ფინანსურ პროდუქტებზე წვდომა კიდევ უფრო მარტივი და მოქნილი გახდეს.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-07-27 12:37:14 ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა 2026-07-26 10:11:09 რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა 2026-07-25 13:02:30 ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა 2026-07-22 00:31:07 ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა 2026-07-19 23:18:46 რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა. ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა), 

