|
2026-07-21 13:18:54, 507 ნახვა
მსოფლიო/ ოკუპირებულ ყირიმში ღამით ხანძრები და აფეთქებები დაფიქსირდა
21 ივლისის ღამით გაჩენილმა ხანძრებმა და აფეთქებებმა ოკუპირებული ყირიმის საკვანძო ენერგეტიკული და ლოგისტიკური ობიექტები დააზიანა. ინფორმაციას უკრაინული წყაროები და ოკუპირებული ყირიმის ტელეგრამ არხები ავრცელებენ. შემთხვევებს ელექტროენერგიის გათიშვა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები მოჰყვა. მასშტაბური ხანძარი დაფიქსირდა შპს PUD-ის ლოგისტიკურ ცენტრში და დიდი იალტის სოფელ პონიზივკაში მდებარე ელექტროქვესადგურის ტერიტორიაზე, იუწყება ტელეგრამის არხი „ყირიმის ქარი“ (Crimean Wind). ხანძარი შეინიშნა რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს შენობის ტერიტორიაზეც. ღამის 02:40 საათისთვის ასევე დაფიქსირდა აფეთქება სოფელ სტროგონოვკას თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე. თერმული კვალი აღინიშნებოდა 110/10 კვ ქვესადგურ „ზარია“-ზე, რომელიც მნიშვნელოვანი მაღალი ძაბვის კვანძია. ქვესადგური იღებს ელექტროენერგიას მაგისტრალური ქსელებიდან და ამცირებს ძაბვას. „ზარია“ მანამდეც გახდა თავდასხმის სამიზნე და 19 ივლისს დაიწვა. დიდი იალტის სოფლებში, აფეთქებების შემდეგ, დაახლოებით დილის 4 საათზე შუქი გაითიშა. უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების ცნობით, ოპერაცია „ყირიმის გამორთვის“ (Crimean Switch Off) ფარგლებში, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე 19 ენერგეტიკულ კვანძზე განხორციელდა დარტყმა. ოპერაციის მიზანია დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ძალების კონტროლქვეშ მყოფი ინფრასტრუქტურის დაზიანება და დეგრადირება. დროებით ოკუპირებული ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე დასახლებების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. საოკუპაციო „ყირიმენერგოს“ (Krymenergo) განცხადებით, ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვები ყირიმის მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-07-27 12:37:14 ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა 2026-07-26 10:11:09 რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა 2026-07-25 13:02:30 ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა 2026-07-22 00:31:07 ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა 2026-07-19 23:18:46 რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა. ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

