|
2026-06-29 12:19:06, 47902 ნახვა
Lifestyle/ ფილმი „მაიკლი“ ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბიოგრაფიულ ფილმად იქცა
მაიკლ ჯექსონის ბიოგრაფიულმა ფილმმა „მაიკლი“ მსოფლიო მასშტაბით 977 მილიონი დოლარის შემოსავალმა ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბიოგრაფიულ ფილმად აქცია. ფილმმა 975 მილიონი დოლარით „ოპენჰაიმერის“ (2023) მიერ დამყარებულ რეკორდს გადააჭარბა. „მაიკლი“ ასევე ყველაზე მაღალშემოსავლიან მუსიკალურ ბიოგრაფიულ ფილმად იქცა, 911 მილიონი დოლარით გადაასწრო „ბოჰემურ რაფსოდიას“ (2018) და 370,2 მილიონი დოლარით. გამოცემის ცნობით, 28 ივნისის საღამოსთვის ფილმმა აშშ-ს ფარგლებს გარეთ 607,2 მილიონი დოლარი, ხოლო აშშ-ში 370,2 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. რეჟისორ ანტუან ფუკუას ფილმი მაიკლ ჯექსონის შემოქმედებით გზას ასახავს Jackson 5-ში მუშაობის პერიოდიდან „პოპის მეფის“ სტატუსამდე. მთავარ როლს მომღერლის ძმისშვილი, ჯააფარ ჯექსონი ასრულებდა, რომლის სამსახიობო დებიუტიც შედგა. კრიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ფილმში წარმოდგენილი იყო ჯექსონის ცხოვრების შერბილებული ვერსია, გამოტოვებული იყო ბავშვზე სექსუალური ძალადობის ბრალდებები, რომლებიც მომღერლის კარიერის შემდგომ პერიოდში წაუყენეს. რადგან ფილმში გამოტოვებულია მისი ცხოვრების ყველაზე საკამათო ეპიზოდები, Lionsgate-მა ხაზი გაუსვა ფილმის სანახაობრივ ელემენტებს თავის მარკეტინგში, მათ შორის კონცერტების და მუსიკალური ვიდეოების დეტალურ რეკონსტრუქციებს. „მაიკლი“ ასევე გახდა Lionsgate-ის ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი ფილმი, რომელმაც გადაასწრო „შიმშილის თამაშები: ცეცხლის ალში“ (2013) 865 მილიონი დოლარის კორექტირებული შემოსავალით. Variety-ის თანახმად, სტუდიამ შესაძლოა მაიკლ ჯექსონის ცხოვრებაზე კიდევ ერთი ფილმი გამოუშვას.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-11-23 10:55:52 კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა 2026-11-21 11:40:43 მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა 2026-11-21 10:54:39 კრივოი როგი რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს, 58 ადამიანი დაიჭრა და ორი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც არიან 2026-11-20 10:44:06 ზელენსკიმ ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში ამერიკული და ევროპული ჯარების განლაგება შესთავაზა 2026-11-16 11:21:06 უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

