|
2026-06-02 09:51:05, 8035 ნახვა
სპორტი/ დღეს გურამ კაშიას ეროვნული გუნდიდან გააცილებენ
საქართველოს ეროვნული ნაკრები 2 ივნისს რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს – შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება, დღესვე მატჩის დროს ეროვნულ ნაკრებს დატოვებს კაპიტანი გურამ კაშია. გურამ კაშია არის ქართველი ფეხბურთელი, ცენტრალური მცველი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მოქმედი კაპიტანი და რეკორდსმენი ჩატარებული მატჩების რაოდენობით. ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი შედგა 2009 წლის 1 აპრილს, მონტენეგროს წინააღმდეგ. ხოლო ნაკრებს კაპიტნობს 2018 წლის ივნისიდან. უძღვა ნაკრებს ევრო 2024-ზე, სადაც გუნდმა მერვედფინალამდე მიაღწია, რისთვისაც სხვა წევრებთან ერთად ღირსების ორდენი გადაეცა. კაშიამ ოფიციალურად გამოაცხადა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ; მისი ბოლო გამომშვიდობების მატჩი ნაკრებში 2026 წლის 2 ივნისს რუმინეთის წინააღმდეგაა ჩანიშნული, რის შემდეგაც კაპიტნის სამკლაურს ხვიჩა კვარაცხელია გადაიბარებს. წლის საუკეთესო ფეხბურთელი: დასახელდა ორჯერ, 2012 და 2013 წლებში. UEFA #EqualGame ჯილდო: 2018 წელს გახდა ამ ჯილდოს პირველი მფლობელი ლგბტქ+ თემის მხარდამჭერი სამკლაურით თამაშის გამო გამოჩენილი პრინციპულობისთვის.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-07-27 12:37:14 ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა 2026-07-26 10:11:09 რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა 2026-07-25 13:02:30 ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა 2026-07-22 00:31:07 ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა 2026-07-19 23:18:46 რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა. ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

