03:07 - 02 Jun, 2026
2026-06-01 11:58:48, 203 ნახვა

სამართალი/
ბოლნისში 42 წლის ქალმა 7 წლის ვაჟი დანით მოკლა, დედა დაკავებულია

ბოლნისის ერთ-ერთ სოფელში დედამ მცირეწლოვანი შვილი მოკლა. თავდაპირველად ინფორმაცია Aktual.ge-მ გაავრცელა.

გამოცემის ცნობით, 31 მაისს ქალმა 7 წლის შვილს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.

Aktual.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად,  42 წლის ქალმა 7 წლის ვაჟი დანით მოკლა.

 არსებული ცნობით, ინციდენტის შემდეგ ოჯახის წევრებმა მომხდარის დამალვა სცადეს, თუმცა ინფორმაცია მალევე ცნობილი გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქალი დააკავეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics