|
2026-06-01 10:41:08, 171 ნახვა
კულტურა/ „არის ერთი ნიუანსი“ - თიბისის და ნიკო ნერგაძის YouTube პოდკასტის ახალი სეზონი დაიწყო
„მთავარია გჯეროდეს“ - გჯეროდეს, რომ ცოდნის ძიება არასდროს მთავრდება, გჯეროდეს, რომ კითხვების დასმა და ნიუანსებზე დაკვირვება უკეთეს პასუხებამდე მიგიყვანს. სწორედ ამიტომ თიბისიმ, განათლების პროგრამის ფარგლებში, ნიკო ნერგაძესთან ერთად YouTube პოდკასტების სერია „არის ერთი ნიუანსის“ ახალი სეზონი დაიწყო. ვიდეო პოდკასტის კონცეფცია ავტორის პირადი ცნობისმოყვარეობიდან იღებს სათავეს, სწრაფი პასუხების მიღმა არსებული კითხვებისა და კონტექსტის კვლევიდან. პროექტი ეხება თემებს, რომლებიც საჯარო დისკუსიებში ხშირად ზედმეტად მარტივდება, მაშინ როცა რეალურად სიღრმისეულ ანალიზსა და ნიუანსურ მიდგომას მოითხოვს. მისი მთავარი მიზანია აჩვენოს, რას ამბობს თანამედროვე მეცნიერება, როგორ ყალიბდება დასკვნები და რატომ არის ჭეშმარიტება იშვიათად შავ-თეთრი. „არის ერთი ნიუანსის“ YouTube პოდკასტის ახალი სეზონის პირველ ეპიზოდში განვიხილავთ რა გავლენა აქვს სოციალური ქსელების ხშირ მოხმარებას მოზარდებზე და ბავშვებზე. ნიკო ნერგაძე საუბრობს ყველა მშობლისთვის მნიშვნელოვან საკითხზე - უნდა შევუზღუდოთ თუ არა პატარა თაობას სოც. მედიაზე წვდომა. ამ და დღეისთვის სხვა აქტუალურ თემების განხილვას უყურეთ თიბისის Youtube-ზე, ასვე მოუსმინეთ Spotify-ზე და SoundCloud-ზე. თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთი საგანმანათლებლო პლატფორმების მხარდაჭერა, რომლებიც საზოგადოების ინტერესს, კრიტიკულ აზროვნებასა და კვლევით კულტურას აძლიერებს.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-05-27 14:22:47 უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა 2026-05-27 12:07:34 დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს 2026-05-24 16:39:21 ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა 2026-05-24 11:35:52 რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“ 2026-05-24 09:54:09 კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა), 

