|
2026-05-31 20:09:23, 6945 ნახვა
სპორტი/ ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
„პარი სენ-ჟერმენის“ (პსჟ) ქართველი ვინგერი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. პარიზულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლონდონის „არსენალი“ 1-1 (პენალტების სერიაში 4-3) დაამარცხა და თასი მოიპოვა. თამაში ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“ გაიმართა. მსაჯი დანიელ ზიბერტი (გერმანია) იყო. კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ბოლო სეზონში კლუბის შემადგენლობაში 16 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა გააკეთა. პსჟ ისტორიაში მეორე კლუბი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ ორი სეზონის განმავლობაში მოიგო. გასული წლის ფინალში პარიზელებმა „ინტერი“ 5-0 დაამარცხეს.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-07-27 12:37:14 ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა 2026-07-26 10:11:09 რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა 2026-07-25 13:02:30 ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა 2026-07-22 00:31:07 ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა 2026-07-19 23:18:46 რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა. ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

