|
2026-05-31 09:21:35, 3985 ნახვა
სპორტი/ ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვების შემდეგ პოსტი გამოაქვეყნა
პსჟ-ს ქართველმა თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „არსენალთან“ გამარჯვების შემდეგ (1-1, 4-3, პენალტის ზონა) პოსტი გამოაქვეყნა. კვარაცხელიამ მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 83-ე წუთზე შეცვალეს. ხვიჩა კვარაცხელიამ 62-ე წუთზე პენალტი დაიმსახურა, რომელიც უსმან დემბელემ გაიტანა. „მეორედ ზედიზედ, ძვირფასო“, - დაწერა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში პირად გვერდზე, ფოტოსთან ერთად, სადაც თასი უჭირავს ხელში. პსჟ ისტორიაში მეორე კლუბი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ ორი სეზონის განმავლობაში მოიგო. 2024/25 წლების სეზონში პარიზელებმა ჩემპიონთა ლიგა ფინალში „ინტერთან“ 5-0 გამარჯვებით მოიგეს.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-07-27 12:37:14 ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა 2026-07-26 10:11:09 რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა 2026-07-25 13:02:30 ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა 2026-07-22 00:31:07 ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა 2026-07-19 23:18:46 რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა. ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

