|
2026-05-29 16:37:55, 883 ნახვა
მსოფლიო/ რუმინეთმა რუსეთის გენერალური კონსული პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპირო ქალაქ კონსტანცაში რუსეთის კონსული პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ამასთან, მედია წერს, რომ მოსალოდნელია რუსეთის საკონსულოს დახურვაც. ეს ზომა მიღებულ იქნა რუსული დრონის გალაცში შეჭრის საპასუხოდ. გადაწყვეტილება ეროვნული თავდაცვის უმაღლესი საბჭოს სხდომის შემდეგ გამოცხადდა. *** რუმინეთის სასაზღვრო ქალაქ გალაცში რუსული დრონი 10-სართულიან კორპუსს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა და ორი ადამიანი დაშავდა. ბუქარესტი ადასტურებს, რომ დრონი რუსეთს ეკუთვნოდა. მედია წერს, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსულმა დრონმა რუმინეთის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე დაზიანებები გამოიწვია. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საფრენი აპარატი მათ საჰაერო სივრცეში უკრაინის ოდესის ოლქზე მასირებული თავდასხმის დროს შეიჭრა. გალაცი სწორედ უკრაინის საზღვართან მდებარეობს. ბუქარესტმა მომხდარს რუსეთის მხრიდან სერიოზული და უპასუხისმგებლო ესკალაცია უწოდა. რუმინეთის საგარეო უწყებამ უკვე აცნობა ინციდენტის შესახებ NATO-ს გენერალურ მდივანს და მოკავშირეებისგან ანტიდრონული სისტემების გადაცემის დაჩქარება მოითხოვა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-05-27 14:22:47 უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა 2026-05-27 12:07:34 დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს 2026-05-24 16:39:21 ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა 2026-05-24 11:35:52 რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“ 2026-05-24 09:54:09 კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

