04:05 - 02 Jun, 2026
2026-05-29 12:13:47, 1103 ნახვა

ეკონომიკა/
2025 წელს საქართველოში კომპანიების 74.2% საერთოდ არ იყენებდა სოციალური მედიას - საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში საწარმოების 25.8% სოციალური მედიის სულ მცირე ერთ საშუალებას იყენებდა (მაგ., Facebook, LinkedIn, X (Twitter), Instagram, YouTube, Snapchat, Pinterest და ა.შ.), ხოლო საწარმოთა 74.2% სოციალური მედიას საერთოდ არ იყენებდა.

საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წელს ინტერნეტთან წვდომა საწარმოთა 94.9%-ს ჰქონდა. ამასთან, საწარმოთა 74.7% ინტერნეტთან კავშირის უზრუნველსაყოფად ფიქსირებული კავშირის ისეთ საშუალებებს იყენებდა, როგორიცაა ოპტიკურ-ბოჭკოვანი (FTTH), საკაბელო ტექნოლოგიები, DSL კავშირი (ADSL, SDSL, VDSL) და ა.შ.

საქსტატის თანახმად, 2025 წელს საწარმოებში დასაქმებულთა 35.5% იყენებდა საწარმოს კუთვნილ პორტატულ კომპიუტერს ან სმარტფონს, რომელიც უზრუნველყოფდა ინტერნეტთან კავშირს (მხოლოდ საწარმოს მიზნებისთვის), ხოლო იმ საწარმოთა პროცენტულმა წილმა, რომლებიც იყენებდნენ ვებგვერდს ან ვებსაიტს, 15.3% შეადგინა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics