|
2026-05-29 11:44:48, 495 ნახვა
ეკონომიკა/ 2025 წელს მობილური აბონენტების რაოდენობა 5.9 მლნ-მდე გაიზარდა
2025 წელს მობილური აბონენტების რაოდენობა წლიურად 3%-ით 5.9 მლნ-მდე გაიზარდა. ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის წლიურ ანგარიშში წერია. ანგარიშის მიხედვით, ეს მონაცემი მიუთითებს იმაზე, რომ წელს უფრო მეტ მომხმარებელს გააჩნია ერთზე მეტი მობილური ნომერი და საჭიროების მიხედვით, სხვადასხვა მომსახურებაზე მისთვის ხელსაყრელი პირობების მისაღებად, სხვადასხვა ოპერატორის აბონენტი ხდება, ან იყენებს მისთვის ხელსაყრელ მომსახურებებს სხვადასხვა ოპერატორისგან ერთდროულად. ამას გარდა, აბონენტების რაოდენობის ზრდა გამოწვეულია, როგორც იურიდიული აბონენტების რაოდენობის ზრდით, ისე ფიზიკური პირი აბონენტების ზრდით. 2025 წლის ბოლო კვარტალში, იურიდიული პირი აბონენტების რაოდენობამ მთლიანი აბონენტების 26% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ იურიდიული აბონენტების რაოდენობა ბოლო ხუთი წლის მაქსიმუმზეა. მობილური ოპერატორების საბაზრო წილი, აბონენტების რაოდენობის მიხედვით, 2025 წლის ბოლოსთვის, წინა წელთან შედარებით, თითქმის არ შეცვლილა და ასე განაწილდა: „მაგთიკომი“ - 41%, „სილქნეტი - 36%, „სელფი მობაილი“ - 23%, ხოლო ვირტუალური ოპერატორის, „ეკლეკტიკის“, ბრენდული სახელით „ჰალოს“, აბონენტების რაოდენობამ 2025 წლის მე-4 კვარტალის მონაცემებით, 30 ათასი შეადგინა, შესაბამისად მისი საბაზრო წილი 0.4%-ია.
რაც შეეხება შემოსავლებს, 2025 წელს, მობილური ოპერატორების საცალო შემოსავალმა 928 მლნ ლარი შეადგინა. საცალო შემოსავლებში „მაგთიკომის“ საბაზრო წილია 47%, „სილქნეტის“ - 35%, „სელფი მობაილის“ - 18% და „ეკლეკტიკის“ (ჰალო) – 0.2%. კომისიის განცხადებით, შემოსავლებისა და აბონენტების მიხედვით საბაზრო წილების განსხვავებული გადანაწილება კომპანიებს შორის, იმაზე მიუთითებს, რომ „მაგთიკომის“ აბონენტები საშუალოდ, უფრო მეტ თანხას იხდიან მობილურ მომსახურებებში, ვიდრე „სელფი მობაილის“ მომხმარებლები, ხოლო „სილქნეტის“ შემთხვევაში, აბონენტებისა და შემოსავლის წილები თითქმის თანაბარია, რაც ნიშნავს იმას, რომ „სილქნეტის“ აბონენტები საშუალოდ, „სელფი მობაილის“ აბონენტებზე მეტს, მაგრამ „მაგთიკომის“ აბონენტებზე ნაკლებს იხდიან.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-05-27 14:22:47 უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა 2026-05-27 12:07:34 დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს 2026-05-24 16:39:21 ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა 2026-05-24 11:35:52 რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“ 2026-05-24 09:54:09 კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი, 

