04:05 - 02 Jun, 2026
2026-05-28 11:30:41, 767 ნახვა

სამართალი/
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების
განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის, თურქმენეთის, კენიის, ნიგერიის, ჩინეთის, აზერბაიჯანის, ფილიპინების, ბანგლადეშის, ეგვიპტის, პაკისტანის, სუდანის ერაყის, ყაზახეთის, უზბეკეთის და  სხვა სახელმწიფოების – ჯამში 86 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics