|
2026-05-27 18:05:38, 658 ნახვა
სამართალი/ ნაცემი მოქალაქე - ვინც მოვიდა, ყველა პოლიციელი გვცემდა, ყველა. ჩემზე მეტად ისაა ნაცემი. თვითონაც არ ეცოდინებათ, რატომ გვცემდნენ
მოქალაქე ლაშა აბისონაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში ჰყვება, რას მოჰყვა გორში კონფლიქტი მის მეგობარსა და პოლიციელებს შორის, რის შედეგადაც, სამართალდამცველებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს. ის შემთხვევის ადგილზე თავადაც იმყოფებოდა. აბისონაშვილი ამბობს, რომ შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციელებმა ფეხით მიმავალ მის მეგობარს მანქანა "მიუშვეს". "არ ვიცი, რას ედავებოდნენ. სამსახურში ფეხით მიდიოდა, მანქანა "მიუშვეს" და ამას მოჰყვა შელაპარაკება. მაგრად სცემეს [...] მანქანა რატომ "მომიშვითო", ეგ უთხრა, ეგ ლაპარაკი იყო და ვსო. ყვირილზე რომ გამოვედი, მაგ დროს გაწევ-გამოწევა მიდიოდა [...] ვინც მოვიდა, ყველამ სცემა [...] დამხმარეები რომ გამოიძახეს, ვინც მოვიდა, ყველამ ძალა იხმარა [...] ჩემმა მეგობარმა მითხრა, მანქანა მომიშვა და ხელი გამომიქნიაო. ალბათ, მან უთხრა რას აკეთებო და აქედან გამომდინარე...აქამდე მას კანონთან რაიმე პრობლემა არ ჰქონია. პოლიციელებს უთხრა, საქართველოს ბანკში ვმუშაობ, ადვოკატს დავურეკავო და ამაზე უფრო გააგრესიულდნენ". - ამბობს შემთხვევის მოწმე ლაშა აბისონაშვილი. ერთ-ერთი პოლიციელის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე აბისონაშვილი ამბობს, რომ ტყუილია, თითქოს მის მეგობარს ცივი იარაღი ჰქონდა. ლასა აბისონაშვილის განცხადებით, ის მისი მეგობრისა და პოლიციელების გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც, მისივე თქმით, სამართალდამცველებმა თავადაც სცემეს. "ვაშველებდი და დამხმარე ძალა რომ გამოიძახეს, მერე მეც მცემეს [...] დაზიანებები ფეხზე და თავზე მაქვს [...] შეურაცხყოფაც მომაყენეს. მაგინებდნენ, გაა*ვი აქედანო, საერთოდ არ დაგინახოთო". - ამბობს აბისონაშვილი. ლაშა აბისონაშვილი ამბობს, რომ პოლიციელებს ის თავად არ დაუკავებიათ, თუმცა შემთხვევის ადგილიდან გაიყვანეს. პროკურატურის განცხადებით, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-05-27 14:22:47 უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა 2026-05-27 12:07:34 დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს 2026-05-24 16:39:21 ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა 2026-05-24 11:35:52 რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“ 2026-05-24 09:54:09 კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

