04:06 - 02 Jun, 2026
2026-05-23 23:40:40, 2501 ნახვა

საზოგადოება/
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება

მარტვილის მუნიციპალიტეტის ნახუნაოს ადამინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება.

ადგილობრივების ინფორმაციით, მეწყერი საფრთხეს უქმნის სოფლის სასაფლაოს და ისტორიულ ეკლესიას.

სოფლის მკვიდრის გიორგი ზარქუას თქმით, სასაფლაოს ტერიტორიაზე მეწყრული პროცესების ნიშნები პირველად გაზაფხულზე შენიშნეს, თუმცა მდგომარეობა ამ ეტაპზე კიდევ უფრო გაუარესებულია.

როგორც მარტვილის მერიაში აცხადებენ, ნახუნაოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ წინაკვერკვეს სასაფლაოზე განვითარებული მეწყრული პროცესების აღმოსაფხვრელად მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად მუშაობს.

სამუშაოების სწორად განსახორციელებლად მოწვეული იყვნენ გეოლოგები და მათი დასკვნის საფუძველზე შესაბამისი სამუშაოები დაიწყება - აცხადებენ მერიაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics