|
2026-05-01 11:15:16, 10424 ნახვა
კორონავირუსი/ რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა. ხანძარი დაფიქსირდა 16-სართულიან შენობაში. ასევე დაზიანდა კიდევ ერთი მაღალსართულიანი შენობა, ხანძარი მე-11 და მე-12 სართულებზე გაჩნდა. ცნობილია ერთი დაშავებული. ოდესის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი სერგეი ლისაკი, უკრაინის საჰაერო ძალები და სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახური Telegram-ზ წერენ დარტყმების დეტალებს. „მტერმა კვლავ შეუტია ჩვენს ქალაქს. ხანძარი დაფიქსირდა 16-სართულიან შენობაში. ასევე გვაქვს დარტყმა კიდევ ერთ მაღალსართულიან შენობაზე, ხანძარი მე-11 და მე-12 სართულებზე გაჩნდა. ყველა საგანგებო სამსახური უკვე ადგილზეა. ამჟამად ვამოწმებთ ინფორმაციას დაშავებულებისა და ზარალის მასშტაბის შესახებ“. დღეს საღამოდან მოყოლებული, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 210 დრონი გაუშვა, მათ შორის დაახლოებით 140 Shahed-ის დრონი. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მათგან 190 ჩამოაგდეს ან ჩაახშეს. 20 თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმა დაფიქსირდა 14 ლოკაციაზე, ასევე ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოვარდნები 10 ლოკაციაზე.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-05-27 14:22:47 უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა 2026-05-27 12:07:34 დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს 2026-05-24 16:39:21 ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა 2026-05-24 11:35:52 რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“ 2026-05-24 09:54:09 კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

