15:01 - 16 Apr, 2026
2026-04-16 11:02:02, 293 ნახვა

სამართალი/
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სამი პირი: 2002 წელს დაბადებული ე.შ., 1970 წელს დაბადებული ო.ო. და 1987 წელს დაბადებული მ.ა. რუსთავსა და ფონიჭალაში სხვადასხვა დროს დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, სარეალიზაციოდ დაფასოებული სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: „ალფა-პვპ“, „მეთადონი“ და „გამომშრალი მარიხუანა“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics