|
2026-04-15 20:41:17, 1545 ნახვა
პოლიტიკა ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 75 ხმით მხარი დაუჭირა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილებას, რომელიც სხდომაზე ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა წარადგინა. კანონპროექტის თანახმად, „შრომითი მიგრაციის შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედება არ გავრცელდება იმ ურთიერთობებზე, რომლებიც უკავშირდება უცხოელის საქართველოში შრომით მოწყობას და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას, თუ იგი: არის საქართველოს მთავრობის წევრის წერილობითი ინიციატივის საფუძველზე გაცემული მოქმედი სპეციალური ბინადრობის ნებართვის მქონე პირი; საქართველოში ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მოკლევადიან პროფესიულ საქმიანობას და საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; საჯარო დაწესებულების ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოს სასარგებლოდ ახორციელებს საქმიანობას; შრომით საქმიანობას სრულად ადგილობრივი დამსაქმებლისთვის დისტანციურად ახორციელებს და ეს საქმიანობა მის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას არ საჭიროებს; შრომით საქმიანობას/მომსახურების გაწევას არარეზიდენტი პირის სასარგებლოდ ახორციელებს და შრომითი საქმიანობა/მომსახურების გაწევა უკავშირდება არარეზიდენტი პირის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ საქმიანობის განხორციელებას. გარდა ამისა, ცვლილებებით „შრომითი მიგრაციის შესახებ" საქართველოს კანონს ემატება ახალი ნორმა, რომლის თანახმადაც, უცხოელს უფლება ექნება საქართველოში განახორციელოს მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობა შრომითი საქმიანობის უფლებისა და შესაბამისი ბინადრობის ნებართვის გარეშე, თუ აღნიშნული საქმიანობა ხორციელდება დროებითი ვიზიტის ფარგლებში, არ წარმოადგენს ხანგრძლივ დასაქმებას ადგილობრივ შრომის ბაზარზე და დაკავშირებულია კონკრეტულ მოკლევადიან პროექტთან, ღონისძიებასთან ან მომსახურებასთან.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-04-16 10:41:10 კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა 2026-04-16 09:07:20 კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება 2026-04-16 08:40:25 ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ 2026-04-13 19:43:34 უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას 2026-04-12 21:04:15 სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

