|
2026-03-26 23:09:24, 206 ნახვა
პოლიტიკა ეუთო-ს სპეცწარმომადგენელი: მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები ყურადღებით უნდა იქნას განხილული
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა (OSCE PA) X-ზე პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ სამხრეთ კავკასიის სპეციალურმა წარმომადგენელმა ლუის გრასამ საქართველოზე ისაუბრა. კერძოდ, განცხადების თანახმად, ლუის გრასამ გაიმეორა, რომ ეუთოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები საქართველოსთვის ყურადღებით უნდა იქნეს განხილული. ამასთან, აღნიშნულია, რომ სპეციალურმა წარმომადგენელმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვისა და პოლიტიკური საქმიანობის კრიმინალიზაციის პროცესები არ შეესაბამება ეუთო-ს ვალდებულებებს. ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში საქართველოს შესახებ 12 მარტს გამოქვეყნდა. ანგარიში აღწერს 2024 წლის შემდეგ განვითარებულ თითქმის ყველა მოვლენას ადამიანის უფლებების მიმართულებით, მათ შორის, ბრალდებებს საპროტესტო აქციების დაშლისას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური აგენტის სავარაუდო გამოყენების შესახებ. ეუთოს მოსკოვის მექანიზმი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყონებლივ გააუქმოს ყველა ის ცვლილება თუ კანონი, რომლებსაც უფლებადამცველები რეპრესიულად აფასებენ და მოუწოდებს, "უპირობოდ გათავისუფლდნენ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირები". ანგარიშში "რომის წესდებაზე" ხაზგასმით წერია, რომ "წესდების" ხელმომწერებს შეუძლიათ განიხილონ საქართველოს საქმის გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC).
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-03-24 23:12:36 დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა 2026-03-24 22:31:34 რუსებმა ლვოვში ბერნარდინის სამონასტრო კომპლექს, იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი დაბომბეს - ვიდეო 2026-03-24 19:03:21 ზელენსკიმ ომის კიდევ სამი წლით გასაგრძელება ბრძანა 2026-03-18 10:42:54 ევროკავშირმა უნგრეთის ვეტო დაძლია და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი დაამტკიცა 2026-03-16 10:32:30 ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა რუსეთის ფართომასშტაბიანი შეტევა აღკვეთეს ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პაპუაშვილი ილია II-ის გარდაცვალების თემასაც საერთაშორისო პარტნიორებზე თავდასხმისთვის იყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

