11:20 - 28 Mar, 2026
2026-03-26 20:40:53, 196 ნახვა

პოლიტიკა
ლიეტუვის საგარეო: ვგმობთ განაჩენს, გამოხატვის თავისუფლება არ უნდა იყოს კრიმინალიზებული

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ X-ზე პოსტს აქვეყნებს.

"ლიეტუვა მკაცრად გმობს საქართველოში ოპოზიციური პარტია დროას ლიდერისთვის, ელენე ხოშტარიასთვის 1.5 წლით თავისუფლების აღკვეთას საპროტესტო გზავნილის გამო. გამოხატვის თავისუფლება არ უნდა იყოს კრიმინალიზებული. მოვითხოვთ ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას", - ვკითხულობთ პოსტში. 

კახა კალაძის საარჩევნო ბანერის "დაზიანებისთვის" კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ 24 მარტს გამოიტანა.

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics