|
2026-03-26 11:19:00, 138 ნახვა
სამართალი/ პოლიციამ მამაკაცი ორსული მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და გაუპატიურების ბრალდებით დააკავა
კახეთის პოლიციამ ორსული მეუღლის მიმართ ჩადენილი მძიმე დანაშაულებისთვის 1 პირი დააკავა. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მეუღლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა და ფიზიკური ძალადობა განახორციელა, ასევე ძალადობით და ძალადობის მუქარით სქესობრივი კავშირი დაამყარა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი - 1992 წელს დაბადებული გ.ტ. წინასწარი შეცნობით ოჯახის ორსული წევრის მიმართ ჩადენილი მუქარის, ძალადობისა და გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მეუღლეს - 1991 წელს დაბადებულ ზ.ო.-ს მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა და ფიზიკური ძალადობა განახორციელა, ასევე ძალადობით და ძალადობის მუქარით სქესობრივი კავშირი დაამყარა. კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა გ.ტ. ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე,126 პრიმა, 11 პრიმა 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-03-24 23:12:36 დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა 2026-03-24 22:31:34 რუსებმა ლვოვში ბერნარდინის სამონასტრო კომპლექს, იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი დაბომბეს - ვიდეო 2026-03-24 19:03:21 ზელენსკიმ ომის კიდევ სამი წლით გასაგრძელება ბრძანა 2026-03-18 10:42:54 ევროკავშირმა უნგრეთის ვეტო დაძლია და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი დაამტკიცა 2026-03-16 10:32:30 ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა რუსეთის ფართომასშტაბიანი შეტევა აღკვეთეს ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პაპუაშვილი ილია II-ის გარდაცვალების თემასაც საერთაშორისო პარტნიორებზე თავდასხმისთვის იყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

