|
2026-03-25 13:11:41, 207 ნახვა
საზოგადოება/ კალაძე ვაშვლისჯვრის ხიდს დაანგრევს და ახალს ააშენებს
მდინარე დიღმურაზე, თეთრი დუქნის ქუჩაზე მდებარე საავტომობილო ხიდის დემონტაჟი და ახალი ხიდის მშენებლობა იწყება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, სპეციალისტების მიერ ჩატარებულმა დეტალურმა კვლევებმა აჩვენა, რომ არსებული ხიდის კონსტრუქციული მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის დაზიანებული და რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. „არსებული სახიდე გადასასვლელი სოფელ დიღომს ვაშლიჯვრის დასახლებასთან აკავშირებს. ის სამმალიან ლითონის საავტომობილო ხიდს წარმოადგენს, რომლის სიგრძე 64 მეტრია. პროექტის ღირებულება ოთხ მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური უახლოეს პერიოდში დაიწყებს და, დაახლოებით, ხუთი თვის ვადაში დაასრულებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მანვე მოქალაქეებს წინასწარ მოუბოდიშა სამუშაოების დროს შექმნილი დისკომფორტის გამო. „სამუშაოების წარმოების პროცესში, ხიდის სამშენებლო არეალში საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება. გადაადგილების სქემასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით მივაწვდით. სამუშაოების მიმდინარეობისას ბუნებრივია იქნება დისკომფორტი. მინდა, მოქალაქეებს მოთმინებისთვის წინასწარ მადლობა გადავუხადო“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-03-24 23:12:36 დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა 2026-03-24 22:31:34 რუსებმა ლვოვში ბერნარდინის სამონასტრო კომპლექს, იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი დაბომბეს - ვიდეო 2026-03-24 19:03:21 ზელენსკიმ ომის კიდევ სამი წლით გასაგრძელება ბრძანა 2026-03-18 10:42:54 ევროკავშირმა უნგრეთის ვეტო დაძლია და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი დაამტკიცა 2026-03-16 10:32:30 ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა რუსეთის ფართომასშტაბიანი შეტევა აღკვეთეს ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პაპუაშვილი ილია II-ის გარდაცვალების თემასაც საერთაშორისო პარტნიორებზე თავდასხმისთვის იყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

