|
2026-03-23 16:52:02, 934 ნახვა
საზოგადოება/ სიღნაღში, ვანში, საჩხერესა და ბათუმში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
სიღნაღში, ვანში, საჩხერესა და ბათუმში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა, – ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი. „სურსათის ეროვნული სააგენტო რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს. სააგენტოს კახეთის, იმერეთისა და აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე, სიღნაღში, ვანში, საჩხერესა და ბათუმში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინეს. კახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ინდივიდუალური მეწარმე ზ.თ.-ს (მის: ქ.სიღნაღი სოფ: ჯუგაანი) ყველის საწარმოში ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად როგორც კრიტიკული, ასევე არაკრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინეს. ბიზნესოპერატორი საქმიანობდა სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე და არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. ინდივიდუალური მეწარმე გ.მ. (მის: ვანი, სოფ. სალხინო) ყველის გადამუშავებას ეწეოდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე. ობიექტზე აღმოჩნდა ტექნოლოგიური პროცესის დარღვევით დამზადებული ყველი (სულგუნი) და ნადუღი. ამავდროულად, მზა სურსათი არ იყო ეტიკეტირებული. კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა ფიზიკური პირი ა.ხ.-ს (მის: საჩხერე, სოფ ჯალაურთა) კუთვნილ არალეგალურ ყველის საწარმოშიც. ბიზნესოპერატორი სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა. აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ გამოვლინდა სავალდებულო აღიარების და ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე რძის შემცველი პროდუქტის საბითუმო რეალიზაციის ფაქტებიც. ფიზიკური პირი დ.ს. (მის: ქ. ბათუმი, ჩოლოყაშვილის ქ N 89) ჰიგიენური ნორმებისა და შენახვის პირობების დარღვევით ახდენდა რძის შემცველი პროდუქტის შესყიდვა-რეალიზაციას. სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა შპს „გურიაც“ (მის: ქ. ბათუმი, კომახიძის 83ა). ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები“, – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-03-24 23:12:36 დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა 2026-03-24 22:31:34 რუსებმა ლვოვში ბერნარდინის სამონასტრო კომპლექს, იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი დაბომბეს - ვიდეო 2026-03-24 19:03:21 ზელენსკიმ ომის კიდევ სამი წლით გასაგრძელება ბრძანა 2026-03-18 10:42:54 ევროკავშირმა უნგრეთის ვეტო დაძლია და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი დაამტკიცა 2026-03-16 10:32:30 ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა რუსეთის ფართომასშტაბიანი შეტევა აღკვეთეს ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პაპუაშვილი ილია II-ის გარდაცვალების თემასაც საერთაშორისო პარტნიორებზე თავდასხმისთვის იყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

