|
2026-03-23 14:26:46, 938 ნახვა
ეკონომიკა/ ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება (რ)
წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში - თიბისი კაპიტალი, საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციას 24 მარტს გამართავს. კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური კაპიტალის ბაზრების ღონისძიება თბილისში უკვე სპიკერებს შორის არიან მაღალი რანგის წარმომადგენლები გლობალური ფინანსური ინსტიტუტებიდან: J.P. Morgan, Citi, Morgan Stanley, ICBC Standard Bank, Oppenheimer, Ashmore, Aberdeen, Vontobel, MetLife Investment Management, EBRD, ADB, IFC, Fitch Ratings, S&P Global, Baker McKenzie, Latham & Watkins. კონფერენცია მოიცავს პრეზენტაციებსა და პანელურ დისკუსიებს, რომლებზეც განიხილება: გლობალური და რეგიონული მაკროეკონომიკური ტენდენციები, საქართველოს პოზიციონირება კაპიტალის საერთაშორისო ბაზრებზე, საერთაშორისო ინვესტორების მოლოდინები განვითარებადი ბაზრების მიმართ, საინვესტიციო შესაძლებლობები უზბეკეთში, აქტივების მართვა და ა.შ. ღონისძიება გააერთიანებს საერთაშორისო და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების ლიდერ კომპანიებს, სარეიტინგო სააგენტოებს, ლოკალურ და რეგიონულ ინვესტორებს, ფინანსურ ექსპერტებსა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს. კონფერენციის ფარგლებში ადგილობრივ ბიზნესს ექნება შესაძლებლობა, პირისპირ შეხვედრები გამართოს საერთაშორისო ბანკებთან და ინსტიტუციურ ინვესტორებთან. საერთაშორისო კონფერენციით, თიბისი კაპიტალი ხელს უწყობს კაპიტალის ბაზრის გაძლიერებას რეგიონში, საქართველოს როლის ზრდას საერთაშორისო ასპარეზზე და ახალი ინვესტორების მოზიდვას როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ ბაზრებზე.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-03-24 23:12:36 დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა 2026-03-24 22:31:34 რუსებმა ლვოვში ბერნარდინის სამონასტრო კომპლექს, იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი დაბომბეს - ვიდეო 2026-03-24 19:03:21 ზელენსკიმ ომის კიდევ სამი წლით გასაგრძელება ბრძანა 2026-03-18 10:42:54 ევროკავშირმა უნგრეთის ვეტო დაძლია და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი დაამტკიცა 2026-03-16 10:32:30 ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა რუსეთის ფართომასშტაბიანი შეტევა აღკვეთეს ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პაპუაშვილი ილია II-ის გარდაცვალების თემასაც საერთაშორისო პარტნიორებზე თავდასხმისთვის იყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა), 

