|
2026-03-15 10:38:38, 4002 ნახვა
ციტატცები/ ბელგიის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირს მოუწოდებს რუსეთთან მოლაპარაკებსა უკრაინაში მშვიდობისთვის
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ბარტ დე ვევერმა შაბათს მოუწოდა წევრ ქვეყნებს, მიეცეთ ევროკავშირის უფლებამოსილება მოლაპარაკება რუსეთთან,- ამის შესახებ მან ბელგიურ გაზეთ L'Echo-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომელსაც ციტირებს Euractiv. „რადგან ჩვენ არ შეგვიძლია შევაშინოთ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში იარაღის გაგზავნით და ჩვენ არ შეგვიძლია მისი დახრჩობა ეკონომიკურად აშშ-ს მხარდაჭერის გარეშე, რჩება მხოლოდ ერთი მეთოდი: შეთანხმების დადება“, - თქვა მან. მისი თქმით, რუსეთის დაჩოქება მხოლოდ „ამერიკის შეერთებული შტატების 100%-იანი მხარდაჭერით“ შეიძლება. მაგრამ დე ვევერი თვლის, რომ შეერთებული შტატები არ არის მთლიანად უკრაინის მხარეს; ზოგჯერ ჩანს, რომ ისინი „პუტინთან უფრო ახლოს არიან“, ვიდრე ვლადიმირ ზელენსკისთან. "მოსკოვში მოლაპარაკების მანდატის გარეშე, ჩვენ არ ვართ მოლაპარაკების მაგიდასთან, სადაც ამერიკელები უბიძგებენ უკრაინას შეთანხმების მიღებაზე. და უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ცუდი გარიგება იქნება ჩვენთვის", - თქვა მან. შეგახსენებთ, რომ დეკემბერში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპელებმა პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებები უნდა განაახლონ. ევროპელი ლიდერები, რომლებიც უფრთხიან პუტინის სამხედრო ამბიციებს, არ გამორიცხავენ სამშვიდობო მოლაპარაკებებს, რომელსაც ხელმძღვანელობს აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია. თებერვალში მაკრონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პუტინთან დიალოგის ტექნიკურ დონეზე აღდგენის მცდელობები გრძელდება. შემდეგ მან განაცხადა, რომ ეს კონტაქტები უკრაინასთან კოორდინაციით მიმდინარეობს. გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციასთან დიალოგის გამართვის იდეას, თუმცა იმ პირობით, რომ ეს კონტაქტები ხელს არ შეუშლის ომის დასრულების მოლაპარაკების პროცესს.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-03-24 23:12:36 დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა 2026-03-24 22:31:34 რუსებმა ლვოვში ბერნარდინის სამონასტრო კომპლექს, იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი დაბომბეს - ვიდეო 2026-03-24 19:03:21 ზელენსკიმ ომის კიდევ სამი წლით გასაგრძელება ბრძანა 2026-03-18 10:42:54 ევროკავშირმა უნგრეთის ვეტო დაძლია და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი დაამტკიცა 2026-03-16 10:32:30 ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა რუსეთის ფართომასშტაბიანი შეტევა აღკვეთეს ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პაპუაშვილი ილია II-ის გარდაცვალების თემასაც საერთაშორისო პარტნიორებზე თავდასხმისთვის იყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

