|
2026-02-28 18:08:02, 5442 ნახვა
კომენტარი/ ვოლოდიმირ ზელენსკი: სამართლიანია, რომ მიეცეს ირანელ ხალხს შანსი თავიდან მოიცილოს ტერორისტული რეჟიმი
"სამართლიანია, რომ მიეცეს ირანელ ხალხს შანსი თავიდან მოიცილოს ტერორისტული რეჟიმი და უზრუნველჰყოს უსაფრთხოება ყველა ერისთვის, რომლებმაც ტანჯვა გამოიარეს ირანიდან მომდინარე ტერორიზმის გამო." - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თავიდან იქნას აცილებული ომის გაფართოება. " სამართლიანია, რომ მიეცეს ირანელ ხალხს შანსი თავიდან მოიცილოს ტერორისტული რეჟიმი და უზრუნველჰყოს უსაფრთხოება ყველა ერისთვის, რომლებმაც ტანჯვა გამოიარეს ირანიდან მომდინარე ტერორიზმის გამო.ჩვენი პოზიცია კარგად არის ცნობილი და უკრაინამ არაერთხელ ისაუბრა ამის შესახებ, მათ შორის ბოლო დროს. მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე გადავარჩინოთ. მნიშვნელოვანია, რომ თავიდან ავიცილოთ ომის გაფართოება. მნიშვნელოვანია, რომ შეერთებული შტატები იყოს მტკიცე. და როდესაც ამერიკა მტკიცეა, გლობალური დამნაშავეები სუსტდებიან." - განაცხადა ვოლოდიმერ ზელენსკიმ. 28 თებერვლის დილით, შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ოპერაცია „ეპიკური მრისხანება“ დაიწყო. ისრაელიც მონაწილეობს კამპანიაში (ოპერაცია „მბრდღვინავი ლომი“). ჯარებმა მასშტაბური დარტყმები განახორციელეს ირანის ქალაქებში - ისპაჰანში, ყუმში, კარაჯსა და ქერმანშაჰში, ასევე თეირანში - სამიზნეებზე. ამერიკული და ისრაელური მედიასაშუალებები აცხადებდნენ, რომ თავდასხმის სამიზნე, სხვა ადამიანებთან ერთად, უმაღლესი აიათოლები და ირანის უმაღლესი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა იყო.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-03-24 23:12:36 დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა 2026-03-24 22:31:34 რუსებმა ლვოვში ბერნარდინის სამონასტრო კომპლექს, იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი დაბომბეს - ვიდეო 2026-03-24 19:03:21 ზელენსკიმ ომის კიდევ სამი წლით გასაგრძელება ბრძანა 2026-03-18 10:42:54 ევროკავშირმა უნგრეთის ვეტო დაძლია და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი დაამტკიცა 2026-03-16 10:32:30 ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა რუსეთის ფართომასშტაბიანი შეტევა აღკვეთეს ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პაპუაშვილი ილია II-ის გარდაცვალების თემასაც საერთაშორისო პარტნიორებზე თავდასხმისთვის იყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

