|
2026-02-15 13:01:40, 5908 ნახვა
სპორტი/ სამხრეთ ამერიკელმა (ბრაზილიელმა) სპორტსმენმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე პირველი მედალი მოიპოვა
ბრაზილიელმა მოთხილამურემ ლუკას პინეირო ბრატენმა 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე იტალიაში გიგანტურ სლალომში გაიმარჯვა და ოქროს მედალი მოიპოვა. ეს სამხრეთ ამერიკელი სპორტსმენის მიერ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მოგებული პირველი მედალია. ბრაზილიელმა მოთხილამურემ ლუკას პინეირო ბრატენმა 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე იტალიაში გიგანტურ სლალომში გამარჯვება შაბათს, 14 თებერვალს მოიპოვა. მისი დრო ორ გარბენზე 2 წუთი და 25 წამი იყო. „მე არაერთხელ ვცდილობდი სიტყვებით გადმომეტანა ის, რასაც ვგრძნობ“, - თქვა პინეირო ბრატენმა ფინიშის შემდეგ. „მაგრამ ეს უბრალოდ შეუძლებელია“. შვეიცარიელმა სპორტსმენებმა მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს. მარკო ოდერმატმა ბრაზილიელს 0.58 წამით ჩამორჩა, ხოლო ლოიკ მეიარი - 1.17 წამით. პინეირო ბრატენამდე არცერთ სამხრეთ ამერიკელ სპორტსმენს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მედალი არასდროს მოუგია. ბრაზილია ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში 1992 წლიდან მონაწილეობდა; ქვეყნის საუკეთესო მიღწევა იყო იზაბელ კლარკ რიბეიროს მეცხრე ადგილი ქალთა სნოუბორდინგში 2006 წელს. 25 წლის ლუკას პინეირო ბრატენი დაიბადა ოსლოში, ნორვეგიელი მამისა და ბრაზილიელი დედის ოჯახში. ახალგაზრდობაში ის გარკვეული პერიოდი ბრაზილიაში ცხოვრობდა, შემდეგ კი ნორვეგიაში დაბრუნდა. 2023 წლამდე ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობდა და ხუთ მსოფლიო თასზე გაიმარჯვა. შემდეგ სპორტსმენმა კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. თუმცა, ერთი წლის შემდეგ, მან კარიერა ბრაზილიის დროშის ქვეშ განაახლა. 2025 წლის დეკემბერში პინეირო ბრატენმა ბრაზილიას ალპურ თხილამურებში მსოფლიო თასზე პირველი მედალი მოუტანა. აშშ-ში, ბივერ კრიკში გამართულ გიგანტურ სლალომის შეჯიბრზე მან მეორე ადგილი დაიკავა, შვეიცარიელ თომას ტუმლერთან დამარცხდა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-03-24 23:12:36 დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა 2026-03-24 22:31:34 რუსებმა ლვოვში ბერნარდინის სამონასტრო კომპლექს, იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი დაბომბეს - ვიდეო 2026-03-24 19:03:21 ზელენსკიმ ომის კიდევ სამი წლით გასაგრძელება ბრძანა 2026-03-18 10:42:54 ევროკავშირმა უნგრეთის ვეტო დაძლია და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი დაამტკიცა 2026-03-16 10:32:30 ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა რუსეთის ფართომასშტაბიანი შეტევა აღკვეთეს ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პაპუაშვილი ილია II-ის გარდაცვალების თემასაც საერთაშორისო პარტნიორებზე თავდასხმისთვის იყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

