09:40 - 26 Jan, 2026
2026-01-25 16:51:32, 167 ნახვა

მსოფლიო/
რუსები და უკრაინელები პირდაპირ, ამერიკელების გარეშეც შეხვდნენ ერთმანეთს - Axios

უკრაინელი ოფიციალური პირის ინფორმაციით, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებმა შეხვედრა გამართეს არა მხოლოდ სამმხრივ ფორმატში, არამედ ისინი პირდაპირ, ამერიკელების გარეშეც შეხვდნენ ერთმანეთს, – ამის შესახებ სტატიას Axios-ი ამერიკელ და უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით აქვეყნებს.

წყაროების ცნობით, შაბათს ამერიკელმა შუამავლებმა ერთობლივი შეხვედრები გამართეს რუს და უკრაინელ მომლაპარაკებლებთან, ხოლო რუსული და უკრაინული მხარეები ასევე შეხვდნენ პირდაპირაც.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ორდღიანი მოლაპარაკებების დროს ყველა საკითხი განიხილეს – რუსეთის ტერიტორიული მოთხოვნები დონბასში, დავა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით და დეესკალაციის ნაბიჯები.

„ყველაფერი განიხილეს. არცერთი საკითხი არ დაგვიტოვებია განხილვის მიღმა. დიდი პატივისცემა დავინახეთ, რადგან ისინი ნამდვილად ეძებდნენ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა ერთ-ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.

უკრაინელი მაღალჩინოსნის ინფორმაციით კი, მიუხედავად იმისა, რომ „მნიშვნელოვანი პროგრესი“ იქნა მიღწეული, ჯერ კიდევ გაურკვეველია, ნამდვილად სურს თუ არა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ომის დასრულება და მისცემს თუ არა ის თავის მომლაპარაკებლებს შეთანხმების მიღწევის უფლებამოსილებას.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics