09:40 - 26 Jan, 2026
2026-01-25 15:00:58, 146 ნახვა

სამართალი/
ავალიანის საქმეში მთავარი ბრალდებულის მამა - ადვოკატებს პროკურატურამ შეატყობინა, რომ მოემზადეთ იმისთვის, რომ ბრალი დაგიმძიმდებათო

"ჩვენ გადაგვედო სასამართლო და ჩვენს ადვოკატებს პროკურატურამ შეატყობინა, რომ მოემზადეთ იმისთვის, რომ ბრალი დაგიმძიმდებათ სსკ-ის 117-ე მუხლითო, რომელიც თუ არ ვცდები, 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს" - ამბობს გიგა ავალიანის საქმის ფარგლებში დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის მამა, ალექსანდრე გაბაშვილი ფორმულას ეთერში საუბრისას.

 ალექსანდრე გაბაშვილის თქმით, ბრალდების საქმეში ახალი მტკიცებულებები და მასალები არ გამოჩენილა და "ბრალის დამძიმება დაკვეთით ხდება და პროკურატურა რატომღაც ამ ყველაფერს აკეთებს".

 დაკავებულ არასრულწლოვანს, ალექსანდრე გაბაშვილს ამ დროისათვის სახელმწიფო ბრალდება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ედავება.

მოზარდი 2025 წლის 19 ოქტომბერს დაკითხვაზე დაიბარეს და დასრულებისთანავე ხელბორკილები დაადეს.

იქამდე, სანამ გიგა ავალიანი კლინიკაში გარდაიცვლებოდა გამოძიება ჯგუფურ დანაშაულს იძიებდა და სავარაუდო დამნაშავედ ორ მოზარდს ა.გ.-სა და გ.რ.-ს მიიჩნევდა. ავალიანის გარდაცვალების შემდეგ, მუხლიდან გაქრა ჯგუფურობის კომპონენტი და ბრალდება ასე ჩამოყალიბდა - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რასაც სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics