09:39 - 26 Jan, 2026
2026-01-24 21:46:42, 190 ნახვა

კომენტარი/
დმიტრი გორდონი: საქართველო დღეს ფაშისტური რუსეთის მოკავშირეა

როგორც კი უკრაინა დაამარცხებს ფაშისტურ რუსეთს – რუსეთი დაინგრევა, მასზე დაყრდნობილი რეჟიმები კი დაეცემა. დაეცემა ივანიშვილიც, – ამის შესახებ უკრაინელმა ჟურნალისტმა დმიტრი გორდონმა, ფორმულას გადაცემა “გეოპოლიტიკაში” ისაუბრა.

“ჩვენ ვხედავთ, როგორ შორდება საქართველო ევროკავშირს და მიექანება რუსეთისკენ. ეს იყო ივანიშვილის ამოცანა, რომელიც პუტინმა დაუსახა. მაგრამ მე ერთი ვიცი: როგორც კი უკრაინა დაამარცხებს ფაშისტურ რუსეთს — რუსეთი დაინგრევა, მასზე დაყრდნობილი რეჟიმებიც დაეცემა. დაეცემა ივანიშვილიც, და სააკაშვილი და ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება.

რუსეთი კი არ კარგავს, მან უკვე დაკარგა სომხეთი და აზერბაიჯანი. მე მჯერა რომ კარმა დაეწევა ყველას, საზოგადოების განვითარების ისტორია და კანონზომიერება ასეთია, რომ ბოროტება და სიბნელე აუცილებლად დამარცხდება, დიდხანს ვერ გაიმარჯვებს.

რაც შეეხება იმას, რომ საქართველო სტრატეგიულია რუსეთისთვის. ამაში დიდი წვლილია, სამწუხაროდ, ქართველებისაც, რადგან ერთ-ერთი ჩამოსვლისას, მე ვიყავი საქართველოს კულტურულ ელიტასთან, არტისტებთან, ვარსკვლავებთან. არ მინდა ახლა მათი სახელებისა და გვარების დასახელება. მე ვაქებდი მიშას. მან რამდენი რამ შეძლო და ახლა გული მტკივა, რომ ქართველმა ხალხმა ის ციხიდან ვერ გამოიხსნა. ისინი მომიბრუნდნენ და მითხრეს – რა მიშა, მადლობა ბიძინას რომ ის ყოველთვიურად 300 დოლარს გვიხდის… ძალიან სამწუხაროა, რომ 300 დოლარად შეიძლება პატივსაცემი ხალხის ყიდვაც კი. 

საქართველო დღეს ფაშისტური რუსეთის მოკავშირეა. ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა, პუტინის მორჩილი იარაღია. ის პუტინის ოლიგარქია, რომელიც პუტინისა და გაზპრომის ფულით მოვიდა ხელისუფლებაში, მის ირგვლივაც რუსული აგენტურაა თავმოყრილი.

ძალიან არ მსიამოვნებს იმის თქმა, რომ მის წრეში აღმოჩნდა კახა კალაძეც, შესანიშნავი ფეხბურთელი. კიევის დინამოში, მოგვიანებით მილანში ის ანდრეი შევჩენკოს გვერდით თამაშობდა. ადამიანი, რომელიც ამბობდა, რომ უკრაინა და კიევი უყვარდა, დღეს ასე საზიზღრად ექცევა უკრაინას.” განაცხადა გორდონმა.

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics