|
2026-01-23 19:42:34, 92 ნახვა
სამართალი/ საერთაშორისო გამჭირვალობა - ტროტუარზე დგომის გამო პატიმრობა კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქციაზე ტროტუარზე დგომის გამო მოქალაქეების დაპატიმრებას გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს. "დღეს ივანიშვილის მორჩილმა სასამართლომ, პირველად თავის ისედაც არცთუ სასახელო ისტორიაში, რამდენიმე უპრეცედენტო გადაწყვეტილება გამოიტანა. ტროტუარზე დგომის გამო, სამოქალაქო პროტესტის 5 მონაწილეს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებების სფეროში მოქმედ ყველა საერთაშორისო სტანდარტს და ამკვიდრებს ახალ პრაქტიკას, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი. ტროტუარზე დგომის გამო პირის პატიმრობა, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, რომ არაფერი ვთქვათ სისხლისსამართლებრივ სასჯელზე, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც საქართველოს კონსტიტუციით და ვერც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით უზრუნველყოფილ შეკრების თავისუფლების სტანდარტებიდან გამომდინარე. მოსამართლეებს, რომლებმაც მსგავსი გადაწყვეტილებები გამოიტანეს ან მომავალში გამოიტანენ, ვერასდროს ექნებათ გამართლება. მათი არგუმენტები რომ „ასეთია კანონი“ ვერასდროს იქნება გაზიარებული, როდესაც ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია და მრავალი საერთაშორისო კონვენცია, რომლის ხელმომწერიც არის საქართველო. გარდა იმისა, რომ მათ შეეძლოთ შეეწყვიტათ საქმე სამართალდარღვევის არარსებობის გამო, ასევე შეეძლოთ შეეჩერებინათ საქმის განხილვა და შესაბამისი წარდგინებით მიემართათ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, როგორც ამას ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილი". - წერს TI.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-01-24 10:41:41 ხარკოვში „შაჰედის“ ტიპის დრონები საცხოვრებელ შენობებს დაეცა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორსული ქალი და ბავშვი 2026-01-23 10:09:47 პუტინსა და უიტკოფს შორის მოლაპარაკებების შემდეგ, კრემლმა გამორიცხა ომის დასრულება უკრაინის მიერ დონბასის დათმობის გარეშე. 2026-01-22 16:45:26 დავოსში ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა დაიწყო 2026-01-22 09:09:48 გენერალური შტაბი: პოკროვსკის მიმართულებით 33 შეტაკება მოხდა, ხოლო გულიაი-პოლიეს მიმართულებით 31. 2026-01-20 21:53:32 ზელენსკი: რუსული თავდასხმის მოგერიება 80 მილიონი ევრო დაჯდა, რუსეთს ახლა მეტი რაკეტა აქვს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

