|
2026-01-23 13:20:31, 143 ნახვა
მსოფლიო/ რუსეთმა პირველად აღიარა რომ კრეისერი Москва უკრაინამ ჩაძირა და დაღუპულების რაოდენობაც გაამხილა
რუსეთმა ოთხი წლის შემდეგ პირველად გამოაქვეყნა ინფორმაცია კრეისერი Москва დაღუპული მეზღვაურების რაოდენობის შესახებ და პირველად აღიარა, რომ ხომალდი უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შედეგად განადგურდა. 22 იანვარს, მოსკოვის ოლქის სამხედრო სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა და კრეისერზე, ასევე ფრეგატ „ადმირალ ესენზე“ 2022 წლის აპრილში თავდასხმის საქმეზე უკრაინის საზღვაო ძალების 406-ე საარტილერიო ბრიგადის მეთაურს, ანდრეი შუბინს, დაუსწრებლად მიუსაჯა სამუდამო პატიმრობა "საერთაშორისო ტერორიზმის" ბრალდებით. სასამართლოს პრესრელიზის თანახმად, კრეისერ „მოსკოვზე“ სარაკეტო თავდასხმის დროს ეკიპაჟის 20 წევრი დაიღუპა, კიდევ 24 დაშავდა, ხოლო რვა დღემდე დაკარგულად ითვლება. სასამართლოს პრესსამსახურმა განაცხადა, რომ მეზღვაურების სიკვდილი გამოწვეული იყო აფეთქებით, ხანძრით და კვამლით, მათ შორის გემის გადარჩენისთვის ექვს საათზე მეტი ხნის ბრძოლის დროს. თუმცა, Mediazona-ს ცნობით, გამოქვეყნებიდან მალევე, პრესრელიზი სასამართლოს ვებგვერდიდან წაიშალა. თავდაპირველად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კრეისერ მოსკოვზე ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც მხოლოდ ერთი ადამიანი დაიღუპა, 27 მეზღვაური კი დაკარგულად გამოცხადდა. მოგვიანებით სასამართლომ დაღუპულად გამოაცხადა 17 მეზღვაური. უკრაინის ხელისუფლება კი თავიდანვე ადასტურებდა, რომ კრეისერზე თავდასხმა ორი „ნეპტუნის“ ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტით განახორციელეს. შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი კრეისერი Москва ზმეინის კუნძულთან ახლოს, 2022 წლის 14 აპრილს ჩაიძირა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-01-24 10:41:41 ხარკოვში „შაჰედის“ ტიპის დრონები საცხოვრებელ შენობებს დაეცა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორსული ქალი და ბავშვი 2026-01-23 10:09:47 პუტინსა და უიტკოფს შორის მოლაპარაკებების შემდეგ, კრემლმა გამორიცხა ომის დასრულება უკრაინის მიერ დონბასის დათმობის გარეშე. 2026-01-22 16:45:26 დავოსში ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა დაიწყო 2026-01-22 09:09:48 გენერალური შტაბი: პოკროვსკის მიმართულებით 33 შეტაკება მოხდა, ხოლო გულიაი-პოლიეს მიმართულებით 31. 2026-01-20 21:53:32 ზელენსკი: რუსული თავდასხმის მოგერიება 80 მილიონი ევრო დაჯდა, რუსეთს ახლა მეტი რაკეტა აქვს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

